Tag Archives: ფაშარი

უჯრედისი

უჯრედისი – 1. (tela cellulosa, tela cellularis)ანატომიაში – ფაშარი ბოჭკოვანი შემაერთებელი ქსოვილი, ზოგჯერ ცხიმოვანი ქსოვილის ჩანართებით, რომელიც გარს ატყამს შინაგან ორგანოებს, ავსებს ნაპრალებს კუნთებს შორის, სისხლძარღვებს, ნერვებს და მათ ბუდეებს შორის; 2. ბიოქიმიაში – იხ. ცელულოზა. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი  

ტვინის ქსელისებრი გარსი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტვინის ქსელისებრი გარსი – (arachnoidea mater)  წარმოდგე­ნილია ნაზი ფაშარი შემაერთებელი ქსოვილის თხელი ფენით, რომელიც დაკავშირებულია კოლაგენური ელასტიკური ბოჭკოების ბადით ტვინის რბილ გარსთან. ქსელისებრქვეშა სივრცე შეიცავს ცერებროსპინურ სითხეს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები

Read More