Tag Archives: ფიბრობლასტური

ცხიმოვანი უჯრედები (ლიპოციტები)

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცხიმოვანი უჯრედები (ლიპოციტები) – (cellulae adiposae / lipocyti – adipocyti / ) – ფაშარი შემაერთებელი ქსოვილის უჯრედები, რომელთა ციტოპლაზმა შეიცავს დიდი რაოდენობით ცხიმის მარაგს. ჩვეულებრივ, ამ უჯრედებში ცხიმოვანი ჩანართები ქმნის ერთ დიდ წვეთს, გარშემოკრულს ციტოპლაზმის ვიწრო ფერსოთი, რომელშიც პერიფერიაზე გადაადგილებული ჩხირისებრი ბირთვია (ერთწვეთიანი ადიპოციტი – adipocytus uniguttularis).

Read More

ფიბროციტები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფიბროციტები – (fibrocyti ლათ.fibra  –  ბოჭკო და ბერძნ.cytos  –  უჯრედი) ფიბრობლასტური რიგის მაღალდიფერენცირებული  უჯრედები, რომლებიც ფიბრობლასტების განვითარების შემდგომი სტადიაა. ისინი დაქვეითებული სინთეზური აქტივობის ხანდაზმული  უჯრედებია და როგორც წესი, უჯრედშორის ფიბრილურ ნივთიერებაშია ჩაგმანული. ფიბროციტები მიტოზით აღარ იყოფა. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000

Read More

უჯრედშორისი ნივთიერება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უჯრედშორისი ნივთიერება – (substantia intercellularis) – ფიბრობლასტური რიგის უჯრედების დიფერენცირების პროდუქტი, რომელიც შედგება ბოჭკოვანი სტრუქტურების, ამორფული (ძირითადი) ნივთიერებისა და ქსოვილოვანი სითხისაგან. უჯრედშორისი ნივთიერება შეიცავს კოლაგენურ, პრეკოლაგენურ, რეტიკულურ და ელასტიკურ ბოჭკოებს , აგრეთვე ამორფულ ნივთიერებას ქსოვილოვანი სითხით. ხრტილოვან ქსოვილში ის შეიცავს ქონდრულ ბოჭკოებსა და ქონდრიომუკოიდს, ძვლოვან ქსოვილში –

Read More

რეტიკულური უჯრედები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რეტიკულური უჯრედები – (cellulae reticulatae ლათ.reticulum  –  ბადე)   მცირედ დიფერენცირებული სინციტიურად შეკავშირებული  უჯრედები, რომლებიც ქმნიან ძვლის ტვინის, ლიმფური კვანძების, ელენთის, თირკმლის, ნაწლავის ეპითელიუმისა და ზოგიერთი სხვა ორგანოს შემაერთებელქსოვილოვან სტრომას. ეს  უჯრედები კამბიურია ფიბრობლასტური რიგისა და სისხლის  უჯრედებისთვის. მათგან ვითარდება ჰემოციტობლასტები , მაკროფაგები , ფიბრობლასტები და სხვა შემაერთებელქსოვილოვანი 

Read More