Tag Archives: ფილტვებიდან

სასქესო ორგანოების ტუბერკულოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სასქესო ორგანოების ტუბერკულოზი – (გინეკ.) სპეციფიკური ანთება, წარმოადგენს მეორად პროცესს. ტუბერკულოზის მიკობაქტერიები სასქესო ორგანოებში ხვდებიან უპირატესად ჰემატოგენური გზით (უხშირესად ფილტვებიდან, ნაწლავიდან, პერიტონეუმიდან). ხშირად გვხვდება 20 – 30 წლის ასაკის ქალებში, თუმცა ვლინდება აგრეთვე ბავშვებში და ხანშიშესულ ასაკშიც. დასნებოვნების მომენტიდან კლინიკურ გამოვლინებამდე ხანგრძლივი შუალედია (ზოგჯერ წლები). უხშირესად ტუბერკულოზით

Read More

პოტის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პოტის დაავადება – ტუბერკულოზური სპონდილიტი, ჩვეულებრივ გულმკერდის ქვედა და წელზემოთა დონეზე. წარმოიქმნება ინფექციის ჰემატოგენური გავრცელების შედეგად ფილტვებიდან ან შარდსასქესო ტრაქტიდან. შემდგომში ინფექციის გავრცელება ხდება ტუბერკულოზური გრანულომების ჩაზრდით მალის კორტიკალურ შრეში ან ცივი პარავერტებრალური აბსცესების განვითარებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა