Tag Archives: ფირფიტა

პოლიმორფული მრავალფორმიანი ფირფიტა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პოლიმორფული მრავალფორმიანი ფირფიტა – (lamina multiformis \polymorpha\) თავის ტვინის დიდი ჰემისფეროების მეექვსე შრე, შედგება უპირატესად თითისტარისებრი ფორმის ნეირონებისაგან, რომელთა ნეირიტები მიემართებიან თეთრ ნივთიერებაში თავის ტვინის ეფერენტული გზების შემადგენლობაში, ხოლო დენდრიტები – მოლეკულურ შრეში. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები:

Read More

პლაკოდები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პლაკოდები – (placodae ბერძნ.plac – ფირფიტა) ექტოდერმის წყვილი შემსხვილება ჩაძირული ნერვული ლულის წინა ბოლოზე. ექტოდერმის ამ უბნებისგან შემდგომში ვითარდება ნეიროგლიური ელემენტები, რომლებიც გრძნობათა ორგანოების შემდგენელნი არიან (ყნოსვის, სმენის, მხედველობის ორგანოები და სხვ.). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო

Read More