Tag Archives: ფირფიტ

ჩართული დისკოები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჩართული დისკოები – (disci intercalati)  გულის კუნთის ქსო­ვილის ბოჭკოებში უჯრედშორისი საზღვრები. თავისი ულტრასტრუქ­ტურით ჩართული დისკოები ანუ ფირფიტები დესმოსომების მსგავსია და მათ აქვთ არასწორი ზიგზაგისებრი ხაზის სახე, რომელიც წარ­მოქმნილია ორი მოსაზღვრე კუნთოვანი უჯრედის (კარდიომიო­ციტის) ციტოპლაზმური მემბრანებისაგან. ჩართულ დისკოებზე მთავ­რდება გულის კუნთის ბოჭკოების პროტოფიბრილები. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის,

Read More

ყვითრი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ყვითრი – (vitellus lakithos) ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების რთული ნაერთი, რომელიც მრავალი ხერხემლიანის კვერცხის ციტოპლაზმაშია და აუცილებელია განვითარებადი ნაყოფის კვებისათვის. ყვითრს შეიცავს კვერცხი ყვითრის მარცვლებისა და ფირფიტების სახით. იგი უმთავრესად შედგება ცილების, ფოსფოლიპიდებისა და ნეიტრალური ცხიმებისგან. ამფიბიების მწიფე კვერცხში, მაგ., ცილოვანი ყვითრი მშრალი წონის 45% – ს

Read More

ტერმინალური ზღუდარები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტერმინალური ზღუდარები – დესმოსომების სახესხვაობა. ნაწლავის, თირკმლისა და ზოგიერთი სხვა ეპითელიუმის მეზობელი  უჯრედების ციტოპლაზმური მემბრანის  –  პლაზმოლემის სპეციალი­ზებული უბნები. ჩვეულებრივ, ტერმინალური ზღუდარები  უჯრედების აპიკალურ ნაწილშია მათი თავისუფალი ზედაპირის ქვევით. სინათლის მიკროსკოპიაში ეს წარმონაქმნები შესწავლილი და აღწერილია, რო­გორც ჩამკეტი (დამხშობი) ფირფიტები. ელექტრონული მიკროსკოპიის მონაცემებით, ტერმინალური ზღუდარები ციტოპლაზმის გამკვრივებუ­ლი

Read More

სისხლმბადი ორგანოები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სისხლმბადი ორგანოები – ჰემოპოეზური ორგანოები, ორგანოები, რომელთა მთავარი ფუნქციაა სისხლის უჯრედების წარმოქმნა. სისხლმბადი ორგანოებს განეკუთვნება ძვლის წითელი ტვინი, ლიმფური კვანძები, ელენთა, მკერდუკანა ჯირკვალი. მოზრდილი ძუძუმწოვრებისა და ადამიანის მთავარი სისხლმბადი ორგანოებია ძვლის წითელი ტვინი, სადაც წარმოიქმნება ერითროციტები, გრანულოციტები (ნეიტროფილები, ეოზინოფილები, ბაზოფილები), აგრანულოციტები (ლიმფოციტების ნაწილი, მონოციტები) და სისხლის ფირფიტები

Read More

სისხლის ფირფიტები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სისხლის ფირფიტები – სისხლის უბირთვო სხეულაკები, რომლებიც მონაწილეობენ სისხლის შედედებაში; ხშირად მათ უწოდებენ თრომბოციტებს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა