ენდორეპროდუქცია
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ენდორეპროდუქცია – (endoreproductio ბერძნ.endon – შიგნით და ლათ.reproductio – კვლავწარმოება) პროცესების ერთობლიობა, რომელიც უჯრედების ბირთვების შიგნით წარმოქმნის მემკვიდრეობით მასალას. ამ დროს არ არსებობს მიტოზის მრავალი გამოვლინება, რომლებიც უმთავრესად დაკავშირებულია შვილეულ უჯრედებს შორის ქრომოსომების განაწილებასთან. ენდორეპროდუქციის ფორმებია: ენდომიტოზი, R – მიტოზი, პოლიტენია, პოლისომატია და სხვ. ტერმინი შემოიღო მეზიამ