Tag Archives: ფორმირდება

როზაცეა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი როზაცეა – დაავადება, რომელიც წარმოიქმნება საშუალო და ხანდაზმულ ასაკში (ხშირად ქალებში) და ხასიათდება სახეზე მცირე ზომის პაპულო – პუსტულოზური გამონაყრის გაჩენით, ერითემის ფონზე, ტელეანგიექტაზიებით. ეტიოლოგია დადგენილი არ არის. პათოგენეზი დაკავშირებულია სებორეასთან, ვეგეტატიურ – სისხლძარღვოვან ნევროზთან. გარკვეული მნიშვენელობა აქვს კუჭის სეკრეციის დარღვევას (ხშირად აქილია), ქალებში  –  ოვარიალურ დისფუქციას.

Read More

პროფესიული ვარგისიანობა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პროფესიული ვარგისიანობა – (ფსიქოლოგია) ადამიანის ფსიქიკური და ფსიქოფიზიოლოგიური თავისებურებების ერთობლიობა, რომლებიც აუცილებელია ამა თუ იმ პროფესიაში საზოგადოებრივად მიღებული ეფექტურობის მისაღწევად. პროფესიული ვარგისიანობა ადამიანს დაბადებიდან არ დაყვება, ის ფორმირდება სწავლების პროცესში და შემდგომ პროფესიონალურ მოღვაწეობაში; მის წარმოქმნასა და განმტკიცებას ხელს უწყობს მატერიალური და მორალური სტიმულაციის სისტემა, დაკმაყოფილება მიღებული

Read More