Tag Archives: ფორმირება

ურეთრის შევიწროება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ურეთრის შევიწროება – (ქირურგ.) ვითარდება შარდსადინრის ჭრილობის ან გონორეული ურეთრიტის შემდეგ ნაწიბურის ჩამოყალიბების შედეგად. სიმპტომები, მიმდინარეობა. საწყის სტადიაში ავადმყოფი აღნიშნავს, რომ შარდის ნაკადი უფრო წვრილი ხდება და შარდვა ხანგრძლივდება. შემდეგ შარდვის დროს საჭირო ხდება გაჭინთვა, ნაკადი წყდება, შარდვა ხშირდება. ძალიან მძიმე შემთხვევებში აღინიშნება შარდის სრული შეკავება, შარდის

Read More

ტერატოგენეზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტერატოგენეზი – ანომალიებისა და სიმახინჯეების ფორმირება  ებრიონული განვითარების პროცესის დარღვევის შედეგად, რომელიც განპირობებულია როგორც გენეტიკური ფაქტორებით, ასევე ნაყოფზე არახელსაყრელი ზეგავლენით, მაგ. მუცელშიგა ინფექციით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

სინდისი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სინდისი – (ფსიქოლოგია) პიროვნების უნარი განახორციელოს ზნეობრივი თვითკონტროლი, მოახდინოს საკუთარი ზნეობრივი მოვალეობების დამოუკიდებელი ფორმირება, მოითხოვოს საკუთარი თავისაგან მათი შესრულება და განახორციელოს ჩადენილი ქმედებების თვითშეფასება; ეს არის პიროვნების ზნეობრივი თვითშეგნების ერთ – ერთი გამოხატულება. სინდისი ვლინდება, როგორც ჩადენილი ქმედებების ზნეობრივი მნიშვნელობის  რაციონალური გაცნობიერების ფორმით, ასევე ემოციური განცდების ფორმით.

Read More

სეფსისური გახანგრძლივებული ენდოკარდიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სეფსისური გახანგრძლივებული ენდოკარდიტი – ინფექციური ხასიათის დაავადება, რომელიც მიმდინარეობს როგორც გულის (პირველ რიგში ენდოკარდიუმის), ასევე სხვა შინაგანის ორგანოების დაზიანებით. ენდოკარდიტი უფრო ხშირად უვითარდებათ გულის რევმატიული ან თანდაყოლილი მანკებით (მათ შორის ოპერაციის შემდგომი), ასევე ათეროსკლეროზით დაავადებულებს. იშვიათად დაავადება ვითარდება შეუცვლელი გულის ფონზე. ჩვეულებრივ დაავადების გამომწვევია მომწვანო სტრეპტოკოკი, იშვიათად

Read More

სებორეული ეგზემა

სებორეული ეგზემა – (კანისა და ვენ. დაავ.) პროცესი ლოკალიზებულია სახის, თავის თმიანი ნაწილის, გულმკერდის, ბეჭთაშორის სამკუთხედის მიდამოში და უხშირესად აღენიშნებათ პირებს, რომლებიც დაავადებულნი არიან ცხიმოვანი სებორეით. ხასიათდება მოყვითალო – ვარდისფერი, წვრილი, წერტილოვანი, ცხიმოვანი რუხი – მოყვითალო ქერცლებით დაფარული ფოლიკულური კვანძების გამონაყრით. მოგვიანებით კვანძებიდან წარმოიქმნებიან ასევე მოყვითალო – ვარდისფერი, სხვადასხვა ზომის ფოლაქები, რომლებიც დაფარულნი არიან ცხიმოვანი

Read More