Tag Archives: ფორმის

ადენოჰიპოფიზი

ადენოჰიპოფიზი – (adenohypophysis ბერძნ.aden, adenis – ჯირკვალი, hypo – ქვევით, physis – წარმოქმნა, ზრდა და hypophysis – ტვინის დანამატი) ეპითელური წარმოშობის ჰიპოფიზის წინა წილი. გამოიმუშავებს ჰორმონებს, მოქმედებს სომატურ ქსოვილთა ზრდაზე და აგრეთვე სხვა ენდოკრინულ ჯირკვლებზე. წარმოიქმნება პირველადი პირის ღრუს ექტოდერმისაგან. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

ადენოტომი

ლალი დათეშიძე

ადენოტომი – [ადენო (იდები) + ბერძ. tome გაკვეთა] ინსტრუმენტი ადენოიდების ამოსაკვეთად; წარმოადგენს სხვადასხვა ზომის რგოლისებრი ფორმის დანას.

Read More