Tag Archives: ფორმ

მუტანტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მუტანტი – მემკვიდრულად შეცვლილ ორგანიზმთა ფორმები, რომლებიც საწყისისგან რომელიმე გადახრით განსხვავდება და მიიღება მუტაციის შედეგად. მუტანტი აღწერილია რამდენიმე ასეული წლის წინათ როგორც მცენარეებში (მაგ., შეცვლილფოთლებიანი მარწყვი და ქრისტესისხლა), ისე ცხოველებში (მოკლეფეხებიანი ცხვარი). XX ს. 20 – 30 – იან წლებში ინდუცირებული მუტაგენეზის აღმოჩენის შემდეგ მიიღეს ნაირგვარი მუტანტი.

Read More

მიელოციტები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მიელოციტები – (myelocyti ბერძნ.myelos – ტვინი და cytos – უჯრედი) ძვლის ტვინის მარცვლოვანი ლეიკოციტების მოუმწიფებელი ფორმები, რომლებიც მეტამიელოციტის სტადიის გავლით მომწიფე­ბულ ლეიკოციტებად გადაიქცევიან. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა

Read More