Tag Archives: ფრჩხილის

ფრჩხილის საწოლი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფრჩხილის საწოლი – (lectulum unguis)   შედგება ეპიდერმისის საზრდელი შრისა და შემაერთებელი ქსოვილისაგან. გვერდებიდან და ფუძეზე საწოლი გამოსაზღვრულია კანის ნაოჭებით  –  ფრჩხილის მორგვებით. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ფრჩხილი

ფრჩხილი – (ლათ. unguis ბერძნ. onychos)  მკვრივი რქოვანა ფირ­ფიტა, რომელიც მდებარეობს ფრჩხილის საწოლზე. მორფოლოგიუ­რად გაყოფილია ფესვად, სხეულად და კიდედ; წარმოქმნილია მჭიდროდ ერთმანეთთან მიმდებარე კერატინის შემცველი რქოვანა ქერცლებისაგან. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

რუბრომიკოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რუბრომიკოზი – (კანისა და ვენ. დაავ.) დაავადება, რომლის გამომწვევია წითელი ტრიქოფიტონ – ის სოკოები. დაზიანებამ შესაძლოა მოიცვას ფეხის და ხელის ფრჩხილები, აგრეთვე სხეულის, კიდურების, სახის კანი. სიმპტომები. ფეხის და ხელისგულებზე კანი მცირეოდენ ჰიპერემიულია, რქოვანა გარსი შესქელებულია, აქერცვლას გააჩნია რგოლისებური, ფირფიტისებური, ღარებში – მუკოიდური ხასიათი. ეპიდერმოფიტიისგან განსხვავებით ზიანდება

Read More

რილის კერატოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რილის კერატოზი – (G.  Riehl,   ავსტრიელი დერმატოლოგი)  მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც ხასიათდება ხელიგულებისა და ფეხისგულების ჰიპერკერატოზით, მრავლობითი კუნძულების ან ზოლების სახით, ასევე ფრჩხილის ფირფიტების გასქელებით; გადაეცემა ავტოსომურ –  დომინანტური ტიპით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

პულსი პრეკაპილარული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პულსი პრეკაპილარული – (pulsus praecapillaris; სინ.: კვინკეს პულსი, კვინკეს სიმპტომი, კაპილარული პულსი) ფრჩხილის საწოლის პროქსიმალური ნაწილის ფერის რიტმული ცვლილება, სინქრონული არტერიულ პულსთან; წარმოადგენს აორტის სარქვლის უკმარისობის სიმპტომს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა