Tag Archives: ფრჩხილი

ფრჩხილი

ფრჩხილი – (ლათ. unguis ბერძნ. onychos)  მკვრივი რქოვანა ფირ­ფიტა, რომელიც მდებარეობს ფრჩხილის საწოლზე. მორფოლოგიუ­რად გაყოფილია ფესვად, სხეულად და კიდედ; წარმოქმნილია მჭიდროდ ერთმანეთთან მიმდებარე კერატინის შემცველი რქოვანა ქერცლებისაგან. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

პაქიონიქია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პაქიონიქია – (pachyonychia; პაქი – + ბერძ. onyx, onychos ფრჩხილი) კერატოზი, ფრჩხილის ფირფიტის ქვეშ ეპიდერმისის გასქელების ფორმით, რომელიც ამის შედეგად თეთრად გამოიყურება. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

ონიქორექსისი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ონიქორექსისი – (ბერძ. ნათ. ბრ. onychos – ფრჩხილი, rhexis – მტვრევა) ფრჩხილის ფირფიტების მომატებული მტვრევადობა. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

ონიქოგრიფოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ონიქოგრიფოზი – (ბერძ. onychos – ფრჩხილი, gryphosis – გამრუდება) ფრჩხილის ფირფიტის დაგრძელება, გასქელება და მოხრა, რაც მას აძლევს კლანჭის შესახედაობას; ონიქიის ერთ – ერთი ფორმა. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

ონიქო

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ონიქო – (ბერძ. ნათ. ბრ. onychos – ფრჩხილი) რთული სიტყვების ნაწილი, რომელიც აღნიშნავს ფრჩხილებთან დაკავშირებულს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა