Tag Archives: ფსიქიატრიაში

ფუგა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფუგა – (ლათ. fuga – სირბილი) ფსიქიატრიაში – უეცარი და ხანმოკლე მოძრაობითი აგზნება ელემენტარული მოძრაობისა და მოქმედების ფორმით, რომელიც მიმდინარეობს გონების დაბინდვით. სიმპტომია ეპილეფსიის, ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებისა და სხვ. დაავადებების. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ტორპიდულობა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტორპიდულობა – ფსიქიატრიაში – ავადმყოფის მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება მოდუნებით, ინიციატივის არქონით, ემოციური სიჩლუნგით. დამახასიათებელია ჭკუასუსტობის სხვადასხვა ფორმებისათვის. ავადმყოფები ინტერესს იჩენენ მხოლოდ ჭამისა და ძილისადმი, განურჩეველნი არიან მათ ირგვლივ მიმდინარე მოვლენებისადმი. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა