Tag Archives: ფსიქიატრიაში

ექსტაზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ექსტაზი – (ბერძ. ekstasis – აღტაცება) ფსიქიატრიაში – აფექტური დარღვევა ზედმეტი აღტაცების, აღფრთოვანების სახით. ხშირად ატარებს რელიგიურ ხასიათს; მიმდინარეობს გარემომცველი სამყაროსაგან კონტაქტის მოწყვეტით, ცნობიერების ცვლილებით. დამახასიათებელია შიზოფრენიის ზოგიერი ფორმისათვის, ისტერიისათვის, ზოგიერთი ტოქსიკომანიისათვის. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

ეროტომანია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ეროტომანია – ტერმინი, რომელსაც აქვს ორი სხვადასხვა მნიშვნელობა: 1. პათოლოგიურად გაძლიერებული სქესობრივი ლტოლვა ფსიქიკურად ჯანმრთელ პირებში, მუდმივი სწრაფვა სქესობრივი კონტაქტებისადმი; 2. ფსიქიატრიაში – სასიყვარული ბოდვის სინონიმი. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა