Tag Archives: ფსიქიკის

პოლიოენცეფალიტი ჰემორაგიული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პოლიოენცეფალიტი ჰემორაგიული – (polioencephalitis haemorrhagica; სინ.: ვერნიკეს დაავადება) შუამდებარე ტვინის სისხლძარღვების დაზიანება, უპირატესად რუხ ნივთიერებაში სისხლჩაქცევებით; ვლინდება ფსიქიკის მოშლით, თვალის მამოძრავებელი და კოორდინაციის დარღვევებით; აღინიშნება მაგ. ქრონიკული ალკოჰოლიზმის დროს, ავიტამინოზების დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

პელაგრა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პელაგრა – დაავადება, რომელიც განპირობებულია ნიკოტინის მჟავას, ტრიპტოფანისა და რიბოფლავინის უკმარისობით; ხასიათდება კანის, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაზიანებითა და ფსიქიკის მოშლით (კლასიკური ტრიადა: დერმატიტი, დიარეა, დემენცია) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა