Tag Archives: ფსიქიკური

სანგვინიკი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სანგვინიკი – (ფსიქოლოგია)  (ლათ. san – quis – სისხლი) სუბიექტი, რომელსაც გააჩნია ტემპერამენტის ოთხი ტიპიდან ერთ – ერთი, დამახასიათებელი მაღალი ფსიქიკური აქტივობით, ენერგიულობით, შრომისუნარიანობით, ცოცხალი და სწრაფი მოძრაობით, მიმიკის მრავალფეროვნებითა და სიმდიდრით, მეტყველების სწრაფი ტემპით. სანგვინიკს ახასიათებს შთაბეჭდილებათა სწრაფი ცვლა, გარემომცველ მოვლენებზე სწრაფი და ადვილი რეაგირება, თანაზიარობა.

Read More

სამედიცინო ფსიქოლოგია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სამედიცინო ფსიქოლოგია – ფსიქოლოგიისა და მედიცინის მომიჯნავე ნაწილი, რომელიც შეისწავლის ფსიქიკური ფაქტორების ზეგავლენას დაავადებების წარმოქმნასა და მიმდინარებაზე, ქრონიკული დაავადების ზემოქმედებას ავადმყოფის პიროვნებაზე, ავადმყოფისა და ექიმის ურთიერთობების ფსიქოლოგიურ ასპექტებზე, შეიმუშავებს ნერვულ – ფსიქიკურ და ფსიქომატური დაავადებების ფსიქოპროფილაქტიკისა და ფსიქოკორექციის საკითხებს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები

Read More