Tag Archives: ფსიქიკური

აგზნება

აგზნება – 1. უჯრედის (ქსოვილის) გადასვლის პროცესი მშვიდი მდგომარეობიდან მოქმედ მდგომარეობაში გარკვეული ზემოქმედების (სიგნალის) გავლენით; 2. ფსიქიატრიაში – ფსიქოპათოლოგიური მდგომარეობების საერთო სახელწოდება, რომლისთვისაც დამახასიათებელია ფსიქიკური და მოძრაობითი აქტივობის გამოხატული გაძლიერება.

habitus asthenicus

habitus asthenicus – ასთენიური აგებულების შერწყმა საერთი ფიზიკურ სისუსტესთან, კანის საფარველის სიფერმკრთალესთან; წარმოადგენს ხანგრძლივი, ხშირად ინფექციური ინტოქსიკაციის (ტუბერკულოზი, პიელონეფრიტი) შესაძლო ნიშანს, ან ინფექციური და ნერვულ – ფსიქიკური დაავადებებისადმი წინასწარგანწყობის ნიშანს.