Tag Archives: ფსიქიკურ

ფეერის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფეერის დაავადება – აკროდინული სინდრომი, პოლინეიროპათული ერითროდერმია  –  უცნობი ეტიოლოგიის დაავადება (ძირითადად ბავშვებში ხუთ წლამდე), დამახასიათებელია ქცევის შეცვლა გამოხატულ ფსიქიკურ დარღვევებამდე. კიდურთა კანზე არის პოლიმორფული ცვლილებები, აღინიშნება ძლიერი ქავილი, ტკივილი და ასევე გულ – სისხლძარღვთა სისტემის დარღვევები, კუნთების ჰიპოტონია, პარეზები, დამბლები, ზოგჯერ კრუნჩხვითი შეტევები. სინონიმები: ზელტერ –

Read More

სურდოფსიქოლოგია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სურდოფსიქოლოგია – (ფსიქოლოგია)  (ლათ. surdus – ყრუ, მოყრუებული ხმის) სპეციალური ფსიქოლოგიის დარგი, რომელიც შეისწავლის სმენადაქვეითებულთა ფსიქიკურ განვითარებას, სმენის კორექციის შესაძლებლობებს სწავლებისა და აღზრდის პირობებში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

სტიგმები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სტიგმები – 1. (ბერძ. stigma – წერტილი, ლაქა, ნიშანი, დაღი) ძველ სამედიცინო ლიტერატურაში ამ ცნებით აღნიშნავდნენ გადაგვარების (დეგენერაციების) ფსიქიკურ და ფიზიკურ ნიშნებს. ფსიქიკურ დეგენერაციულ სტიგმებს მიეკუთვნება ნორმალური ფსიქიკიდან თანდაყოლილი გადახრები. ფიზიკური დეგენერაციული სტიგმები – ესაა ნორმალური ანატომიური აგებულებიდან თანდაყოლილი გადახრა.  2.სტიგმები, სტიგმატები – სხეულზე გაჩენილი წითელი ლაქები

Read More

სამედიცინო ფსიქოლოგია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სამედიცინო ფსიქოლოგია – ფსიქოლოგიისა და მედიცინის მომიჯნავე ნაწილი, რომელიც შეისწავლის ფსიქიკური ფაქტორების ზეგავლენას დაავადებების წარმოქმნასა და მიმდინარებაზე, ქრონიკული დაავადების ზემოქმედებას ავადმყოფის პიროვნებაზე, ავადმყოფისა და ექიმის ურთიერთობების ფსიქოლოგიურ ასპექტებზე, შეიმუშავებს ნერვულ – ფსიქიკურ და ფსიქომატური დაავადებების ფსიქოპროფილაქტიკისა და ფსიქოკორექციის საკითხებს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები

Read More

რეტროგრადული ამნეზია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რეტროგრადული ამნეზია – 1. ამნეზია მოვლენებზე, რომელიც წინ უძღვის ცნობიერების მოშლას ან ავადმყოფურ ფსიქიკურ მდგომარეობას.  2. რეტროგრადული ამნეზია – ავადმყოფს დავიწყებული აქვს ტრავმის ან ავადმყოფობის შემდგომი პერიოდი. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა