ძირითადი ცვლა
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ძირითადი ცვლა – ენერგიის მინიმალური რაოდენობა, რომელიც აუცილებელია ორგანიზმის სიცოცხლის შესანარჩუნებლად სრულ მოსვენებით მდგომარეობაში. ძირითადი ცვლა ასახავს მეტაბოლური პროცესების ინტენსივობას ორგანიზმში, რომელიც მიმართულია მუდმივად მიმდინარე მნიშვნელოვანი სასიცოცხლო ფუნქციების შესანარჩუნებლად. ამ ენერგიის მნიშვნელოვანი ნაწილი იხარჯება გულ – სისხლძარღვთა და სუნთქვის სისტემების, შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების, თირკმელების, ღვიძლის, კუჭ –