Tag Archives: ქალას

ჰიპოგევზია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპოგევზია – გემოვნების მგრძნობელობის დაქვეითება. შესაძლოა გამოწვეული იყოს სიგარეტის წევით, პირის ღრუს ლორწოვანის სიმშრალით და ნერწყვის სეკრეციის დარღვევით, ენის დვრილების განუვითარებლობით, ვირუსულ – რესპირაციული ინფექციებით, ვიტამინებისა და მიკროელემენტების დეფიციტით, ქალას ნერვებისა და თავის ტვინის დაზიანებებით და სხვ. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და

Read More

ძვლოვანი ლეონტიაზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ძვლოვანი ლეონტიაზი – ქალას, უპირატესად მისი სახის ნაწილის დაზიანებების კრებითი აღნიშვნა, სახის დამახინჯებით. ამ დროს პათოლოგიური ცვლილებები ვითარდება ზედა და ქვედა ყბებში, ყვრიმალის, ცხვირისა და სხვ. ძვლებში და ხასიათდება  ცალმხრივი ან ასიმეტრიული ჰიპეროსტოზით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ცხვირის კარიბჭის ფურუნკული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცხვირის კარიბჭის ფურუნკული – წარმოიქმნება ტრავმების და განაკაწრების დროს სტაფილოკოკური ინფექციის შეღწევით ცხვირის შესავალის ცხიმოვან ჯირკვლებსა და თმის ფოლიკულებში. გასაკუთრებით ხშირია ფურუნკულოზისადმი მიდრეკილ პირებში. სიმპტომები, მიმდინარეობა. ძლიერი ტკივილი, რომელიც ხშირად გადაეცემა საფეთქელში, კბილებში, თვალში. კანი ცხვირის წვერზე და ფრთებზე გათხელებული, ჰიპერემიული, დაჭიმული და ძალიან მტკივნეულია შეხებისას. სხეულის

Read More

ცეფალოცელე

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცეფალოცელე – ქალა – ტვინის თიაქარი: თავისა და თავის ტვინის განვითარების მანკი, რომელიც ხასიათდება თავის ტვინის ქსოვილის (ენცეფალოცელე) ან მისი გარსების (მენინგოცელე) გამოსვლით ქალას ძვლების დეფექტიდან. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ცერებროჰეპატორენული დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცერებროჰეპატორენული დაავადება – მემკვიდრეობითი დაავადება: ვლინდება ადრეული ბავშვობის ასაკში კუნთოვანი ჰიპოტონიით, ნერვული ქსოვილის არასრული მიელინიზაციით, ქალას განვითარების ანომალიებით, ჰეპატომეგალიით, თირკმლის ცისტებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა