Tag Archives: ქვემწვავე

ჩერნოგუბოვის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჩერნოგუბოვის დაავადება – ქვემწვავე სეპტიკური ენდოკარდიტი, ბაქტერიული ქვემწვავე ენდოკარდიტი, გახანგრძლივებული სეპტიკური ენდიკარდიტი, სეფსისის ფორმა გამოწვეული მომწვანო სტრეპტოკოკით. დამახასიათებელია მეჭეჭოვან  –  წყლულოვანი ენდოკარდიტის განვითარება, ძირითადად აორტის სარქველზე, გახანგრძლივებული, მძიმე მიმდინარეობა, სხვადასხვა ორგანოებში ემბოლიებისა და ინფარქტების განვითარება, კეროვანი გლომერულონეფრიტი, სპლენომეგალია, პროგრესირბადი ანემია. [“3”] გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო

Read More

ტრავმული ფსიქოზები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტრავმული ფსიქოზები – (ბერძ. Trauma დაზიანება, ჭრილობა)ეგზოგენური, ორგანული და ენდოფორმული კლინიკური მდგომარეობები, რომლებიც წარმოიქმნებიან ქალა – ტვინის ტრავმის მწვავე, ქვემწვავე და შორეულ პერიოდებში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

პირინგერ – კუხინკის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პირინგერ – კუხინკის სინდრომი – (A. Piringer – Kuchinka, ავსტრიელი პათოლოგი) ქვემწვავე ლიმფადენიტი, ხშირად კისრის ლიმფური კვანძებისა, რომელიც ვითარდება იმ პირებში, რომელთაც აღენიშნებათ მორეციდივე ანგინა, რევმატოიდული ართრიტი. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ოპტოქიაზმური არაქნოიდიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ოპტოქიაზმური არაქნოიდიტი – (ლათ. [nervus] opticus მხედველობის ნერვი + ბერძ. Chiasmos ჯვრისებრი განლაგება) თავის ტვინის ქსლისებრი და სისხლძარღვოვანი გარსის და ტვინის ნივთიერების განაპირა ზონების დიფუზური, ქვემწვავე ან ქრონიკული ანთებითი პროცესი, ტვინის ბაზალურ ცისტერნებში, მხედველობის ჯვარედინში და მხედველობის ნერვებში უპირატესი მორფოლოგიური ცვლილებებით. მხედველობის ჯვარედინისა და მხედველობის ნერვების დაზიანება

Read More

ნათხემოვანი ატაქსია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნათხემოვანი ატაქსია – კლინიკური სინდრომი, რომელიც დაკავშირებულია ნათხემის ან მისგან გამომავალი ნერვული ბოჭკოების დაზიანებასთან. ვლინდება სიარულის თავისებური მანერით, წონასწორობის დარღვევით, დიზართრიით, დისმეტრიით, დისდიადოქოკინეზით, კიდურების ტრემორით. ნათხემის ნახევარსფეროს დაზიანებით ვითარდება ჰემიატაქსია, დაზიანებულ მხარეზე დაცემით, სკანდირებული მეტყველებით, ნისტაგმით. მწვავე ან ქვემწვავე ნათხემოვანი ატაქსიის მიზეზები შესაძლოა იყოს ინსულტი, ენცეფალიტი, ტვინის

Read More