Tag Archives: ქირურგიულია

ყბისახლო ფლეგმონა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ყბისახლო ფლეგმონა – ყბა – სახის მიდამოს კანქვეშა, ლორწქვეშა და ფასციებს შორისი უჯრედისის ჩირქოვანი დიფუზური ანთება. ეტიოლოგია: სტრეპტოკოკები, სტაფილოკოკები, კბილის სპიროქეტა, ანაერობები. პათოგენეზი დაკავშირებულია ქსოვილების ვენური დინებისა და ლიმფური დინების მდგომარეობასთან, რბილი ქსოვილების ღრმა ფენებში ინფექციის შეღწევასთან და ორგანიზმის ალერგიული და არასპეციფიკური რეაქტიულობის მდგომარეობასთან. ფლეგმონის განვითარებას ხშირად

Read More

ქორდომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქორდომა – ავთვისებიანი სიმსივნე ემბრიონალური სტრუქტურის ნარჩენებიდან. ხასიათდება ხანგრძლივი  ინფილტრირებადი ზრდით, იშვიათად მეტასტაზირდება. უმრავლეს შემთხვევებში აზიანებს ხერხემლის კაუდალურ ბოლოს. მკურნალობა ქირურგიულია. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ქონდროსარკომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქონდროსარკომა – ავთისებიანი ხრტილოვანი სიმსივნე. ხშირად ზიანდება მენჯის, მხრის სარტყლის, ნეკნების, ბარძაყისა და მხრის ძვლები. კლინიკურად ვლინდება ტკივილითა და შეშუპებით, რომელიც ზოგჯერ აღწევს საკმაოდ დიდ ზომებს. თავისი მაღალი ავთვისებიანი ხარისხით მოგვაგონებს ოსტეოგენურ სარკომას.  მკურნალობა ქირურგიულია. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ქონდრომიქსოიდური ფიბრომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქონდრომიქსოიდური ფიბრომა – ძვლების კეთილთვისებიანი სიმსივნე, რომლეიც ვითარდება ხრტილოვანი ქსოვილიდან; ლოკალიზდება ქვედა კიდურების გრძელი ძვლების მეტაფიზებში და ტერფის  ძვლებში  და იწვევს  ტკივილს. მკურნალობა ქირურგიულია. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ქოლედოქოლითიაზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქოლედოქოლითიაზი – კენჭების არსებობა საერთო სანაღვლე სადინარში; წარმოადგენს ნაღვლკენჭოვანი დაავადბების ერთ – ერთ ხშირ გართულებას. შესაძლოა მიმდინარეობდეს უსიმპტომოდ, თუკი კენჭი არ ეწინააღმდეგება ნაღვლის დინებას, ან იწვევს მექანიკურ სიყვითლეს. დიაგნოზი დგინდება ულტრაბგერითი რენტგენოლოგიური გამოკვლევით, კომპიუტერული ტომოგრაფიით. მკურნალობა – ქირურგიულია. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა

Read More