Tag Archives: ქირურგიული ოპერაცია

ჰეპატექტომია

განმარტებითი ლექსიკონი ჰეპატექტომია – ქირურგიული ოპერაცია,რომელიც მდგომარეობს ღვიძლის ამოკვეთაში. ნაწილობრივი ჰეპატექტომია მდგომარეობს ღვიძლის ერთი ან რამდენიმე წილის ამოკვეთაში,რაც შეიძლება ჩატარდეს ვრცელი ტრავმის დროს ან ღვიძლის ერთ-ერთ წილში ლოკალიზებული სიმსივნის ამოკვეთის მიზნით.

ვულვექტომია

განმარტებითი ლექსიკონი ვულვექტომია – ქირურგიული ოპერაცია, რომლის დროსაც ხდება ქალის გარეთა გენიტალიების ამოკვეთა.

ვაზექტომია

განმარტებითი ლექსიკონი ვაზექტომია – ქირურგიული ოპერაცია,რომელიც მდგომარეობს  თესლგამომტანი სადინრის ამოკვეთაში.ამ ოპერაციის ორივე სადინარზე ჩატარებას მოჰყვება სტერილობა, ამიტომაც ეს არის შობადობის კონტროლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეთოდი. ვაზექტომია არ ახდენს გავლენას სქესობრივ ლტოლვაზე და პოტენციაზე.

ვაზოტომია

განმარტებითი ლექსიკონი ვაზოტომია –  (უროლოგიაში) ქირურგიული ოპერაცია,რომელიც მდგომარეობს თესლგამომტანი სადინრის კედლის გაკვეთაში.ეს ოპერაცია ჩვეულებრივად ტარდება სადინრის კათეტერიზაციისთვის და აზოსპერმიის მქონე პაციენტების სადინრის მდგომარეობის რენტგენოლოგიური გამოკვლევის დროს მასში რენტგენოკონტრასტული ნივთიერების შეყვანისთვის.

ართროდეზი

განმარტებითი ლექსიკონი ართროდეზი – ქირურგიული ოპერაცია,რომლის დროსაც ხდება ძვლების სახსარში ფიქსაცია და მისი მოძრაობის შეზღუდვა.ართროდეზი ტარდება იმ შემთხვევაში,თუ სახსარი ძალიან მტკივნეულია,არამდგრადია ან დაზიანებულია ქრონოკული ინფექციური დაავადებით,ასევე იმ შემთხვევაში,თუ გარკვეული მიზეზების გამო შეუძლებელია ან არასასურველია ართროპლასტიკის ჩატარება.