ჰიპოქოლესტერინემია
ჰიპოქოლესტერინემია – სისხლში ქოლესტერინის შემცველობის დაქვეითება; აღინიშნება ღვიძლის ციროზის, ღვიძლის კიბოს, თირეოტოქსიკოზის, შიმშილობის, ანემიების, თალასემიის, შოკის, რევმატოიდული ართრიტის და სხვ. დროს. (1) ჰიპოქოლესტერინემია არის მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება სისხლში ქოლესტერინის დონის მკვეთრი შემცირებით (<120 მგ/დლ). მიუხედავად იმისა, რომ ქოლესტერინის მაღალი დონე კორელაციაშია გულ – სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებთან, ხშირად ჰიპოქოლესტერინემიაც გარკვეული პრობლემის მიმანიშნებელია. თუმცა ასევე შესაძლებელია ჰიპოქოლესტერინემია