Tag Archives: ქრომატინი

კალმანის სინდრომი

კალმანის სინდრომი – ჰიპოჰონადოტროპული ჰიპოგონადიზმის შერწყმა ანოსმიასთან. ნიშნები: სასქესო ორგანოთა განუვითარებლობა, კრიპტორქიზმი (ცალმხრივი ან ორმხრივი), დაქვეითებული თმიანობა, ქოსა სახე. ავადმყოფს დაკარგული აქვს ყნოსვის შეგრძნება, ვერ არჩევს სუნს, არა აქვს პოლუცია, ერექცია იშვიათია, სათესლე ჯირკვალი ჰიპოპლაზიურია, ძვლის ასაკი ჩამორჩება პასპორტულს, გულმკერდი დეფორმულია, ჰიპერტელორიზმი; ზედა ტუჩი და მაგარი სასა გაპობილია, სიყრუე. სასქესო ქრომატინი არ არის, კარიოტიპი 46yx.

Read More

ევქრომატინი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ევქრომატინი – (euchromatinum ბერძნ.eu – კარგი, ნამდვილი და იხ.ქრომატინი; ქრომატინი დეკონდენსირებული) ქრომატინის სრული დეკომპლექსაციის ზონებია, ქრომოსომების ნაწილი კი აქტიურად მოფუნქციე ნივთიერება დესპირალიზებულ ქრომოსომათა უბნებ­ში, რომლებიც, როგორც ვარაუდობენ, ინტერფაზაში ძლიერ იშ­ლება, იბერება და სუსტი შეღებვის გამო უხილავია სინათლის მიკროსკოპიის დროს. ეუქრომატინი გენეტიკურად უფრო აქტიური მა­სალაა, ვიდრე ჰე­ტეროქრომატინი .

Read More