Tag Archives: ქრომოსომები

აუტოპლოიდია

განმარტებითი ლექსიკონი აუტოპლოიდია – ცოცხალი ორგანიზმის უჯრედების ნორმალური მდგომარეობა,რომლის დროსაც ყოველ უჯრედს გააჩნია ჰომოლოგიური წყვილების შემცველი ქრომოსომების კრებული,რომელიც აძლევს უჯრედს ნორმალურად გაყოფის საშუალებას.  

აცენტრული მიტოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი აცენტრული მიტოზი – (chromosomata acentralia ბერძნ.a – უარყოფა და იხ.ცენტრომერა) ქრომოსომები, რომლებსაც ცენტრო­მერები არა აქვს. ასეთი ქრომოსომები წარმოიქმნება ქრომოსომული აბერაციების შედეგად. მიტოზის დროს ისინი არ მაგრდება თითისტარას ძაფებზე, პოლუსებისკენ არ მიიზიდება და იკარგება. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები:

Read More

აუტოსომები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი აუტოსომები – (autosomata ბერძნ.autos – თვით და soma, somatos – სხეული) ჩვეულებრივი, ე.ი.არასასქესო ქრომოსომები. ადამიანის ქრომოსომების დიპლოიდურ ნაკრებში 22 წყვილი სასქესო ქრომო­სომაა. ტერმინი შემოიღო მონტგომერიმ (1906). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1. საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა

Read More

აკროცენტრული ქრომოსომები

აკროცენტრული ქრომოსომები – (chromosomata acrocentralia ბერძნ. acros – ბოლო) ჩხირისებრი ქრომოსომები ცენტრომერით, რომელიც მის ერთ – ერთ ბოლოსთან ახლოსაა, მათ აქვთ არათანაბარი მხრები: ერთი – გრძელი, მეორე – მოკლე. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი .