Tag Archives: ქრომოსომებს

ქრომოსომის ლოკუსები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქრომოსომის ლოკუსები – (loci chromosomatis ლათ.locus  –  ადგილი)   ქრომოსომების უბნები, რომლებშიც ლოკალიზებულია განსაზღვრული მემკვიდრეობითი ფაქტორები  –  გენები . მორგანის მიხედვით, ქრომოსომებს აქვს მათში ლოკუსების განლაგების ინდივი­დუა­ლური ნახატი (რუქა). ტერმინი ეკუთვნის მორგანს (1915). იხ.გენები, ქრომოსომები. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება!

Read More

უნივალენტა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უნივალენტა – (univalenta ლათ. unus – ერთი) ერთეული, შეწყ­ვილებული ქრომოსომა პირველი რიგის სპერმატოციტებისა და ოოცი­ტების მეიოზის პროფაზის დროს. უნივალენტური ქრომოსომები თავის მხრივ შედგება ორი ქრომატიდისაგან, რის გამოც მათ დიადებს უწოდებენ. შეუწყვილებელი უნივალენტური ქრომოსომებისგან განსხვავებით, შეწყვილებულ ჰომოლოგიურ ქრომოსომებს უწოდებენ ბივალენტებს, ანუ ბივალენტურ ქრომოსომებს. ტერმინი „უნივალენ­ტა“ ჰეკელმა შემოიღო (1892).

Read More

სასქესო ქრომატინი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სასქესო ქრომატინი – (chromatinum sexuale) ქრომატინის 0,5 მკმ – მდე დიამეტრის მცირე სხეულაკი, რომელიც მდედრობითი ორგა­ნიზმის სომატური  უჯრედების ინტერფაზური ბირთვების 70 – 75% – შია. როგორც წესი, მამრობითი სქესის ინდივიდების უჯრედებში ის არ არის. დამტკიცებულია, რომ ეს სხეულაკი (ან სხეულაკები) წარმოიქმნება ჰეტეროპიკნოზურად შეცვლილი ზედმეტი X – ქრომოსომების

Read More

მეიოზის ანაფაზა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მეიოზის ანაფაზა – (anaphasis meiosis იხ.ანაფაზა მიტოზის) I რიგის სპერმატოციტებისა და ოოციტების მომწიფების I გაყოფის (რედუქ­ციული დაყოფის) სტადია, რომლის განმავლობაში შეწყვილებუ­ლი ჰომო­ლოგიური ქრომოსომები ერთიმეორეს შორდება და საპირის­პირო პოლუ­სე­ბი­სკენ მიემართება. ამ მომენტში თითოეული ჰო­მოლო­გიური ქრომოსო­მა შედგება ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ორი ქრომატიდი­საგან. ასეთ ქრომოსომებს უწოდებენ დიადებს . დიადების გახ­ლეჩა

Read More

დიპლონემა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დიპლონემა – (diplonema ბერძნ.diploos – ორმაგი და nema – ძაფი) პირველი რიგის სპერმატოციტებისა და ოოციტების მეიოზის პროფაზის სტადია, რომელიც პაქინემის მომდევნოა და რომლის დროს იწყება ქრომატიდების დაცილების პროცესი შეწყვილებულ ჰომოლოგიურ ქრო­მოსომებში. ამის შედეგად ჰომოლოგიური ქრომოსომების წყვი­ლები (ბივალენტები) ოთხი ქრომოსომისაგან შედგენილი აღმოჩნდებიან და მათ უკვე ტეტრადები ეწოდება. ამავე

Read More