Tag Archives: ქრომოსომთა

ქრომოსომთა კომპლექტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქრომოსომთა კომპლექტი – ქრომოსომების ერთობლიობა, რომელსაც შეიცავს ორგანიზმის თითოეული უჯრედი. სასქესო უჯრედები შეიცავენ ქრომოსომთა ჰაპლოიდურ კომპლექტს, რომელშიც თითოეული ქრომოსომა გვხვდება მხოლოდ ერთხელ; სომატური უჯრედების უდიდეს ნაწილს გააჩნიათ დიპლოიდური კომპლექტი, რომელშიც თითოეული ტიპის ორი ქრომოსომაა. ორგანიზმების თითოეულ სახეობას გააჩნია დამახასიათებელი და მუდმივი ქრომოსომთა კომპლექტი. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული

Read More

სომატური მუტაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სომატური მუტაცია – სხეულის უჯრედებში წარმოქმნილი მუტაცია, რომელიც იწვევს ორგანიზმის მოზაიკურიბას, ე. ი. ორგანიზმში ქრომოსომთა რაოდენობით ან გენებით განსხვავებული უჯრედების , ქსოვილების ან ნაწილების წარმოქმნას. სომატური მუტაცია თავისი ბუნებით არ განსხვავდება სასქესო უჯრედებში წარმოქმნილი ანუ გენერაციული მუტაციისაგან და შეიძლება იყოს გენური, ქრომოსომული, ან გენომური. თუ სომატური მუტაცია

Read More

მეიოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მეიოზი – (ბერძ. Meiosis – შემცირება) უჯრედის გაყოფის მეთოდი, რომლის შედეგად ხდება ქრომოსომთა რიცხვის შემცირება შვილეულ უჯრედებში; წარმოადგენს სასქესო უჯრედების წარმოქმნაში ძირითად რგოლს. მეიოზის მსვლელობისას ერთი დიპლოიდური უჯრედი (რომელიც შეიცავს ქრომოსომთა 2 კომპლექტს) ორი ერთმანეთის მომდევნო დაყოფის შემდეგ იძლევა 4 ჰაპლოიდური უჯრედის საწყისს. მამაკაცისა და ქალის სასქესო

Read More

დიპლოიდი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დიპლოიდი – უჯრედი ან არსება ქრომოსომთა ორი ნაკრებით. დიპლოიდურია ყველა ზიგოტა. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

გამეტოპათიები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გამეტოპათიები – თანდაყოლილი დაავადებების ჯგუფი, რომელთა განვითარება განპირობებულია გენეტიკური მასალის ცვლილებებით სასქესო უჯრედების მომწიფების პროცესში (გამეტოგენეზი) ან განაყოფიერების დროს და განაყოფიერებული კვერცხუჯრედის (ზიგოტის) დაყოფის პირველ სტადიებზე; შესაძლებელია იყოს ქრომოსომთა რიცხვის (პოლიპლოიდია ან ანეუპლოიდია) ან ქრომოსომების აგებულების (სტრუქტურული ქრომოსომული აბერაციები) დარღვევები. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა

Read More