Tag Archives: ქრომოსომული

ქრომოსომული პლექტონემური სპირალი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქრომოსომული პლექტონემური სპირალი – (spira plectonemica chromosomatica ლათ.plexus  –  წნული და ბერძნ.nema  –  ძაფი)  პროფაზული ქრომოსომების შეფარდებითი სპირალი, რომელიც წარმოიქმნება იმ შემთხვევაში, როდესაც ორი ქრომატიდა ერთმანეთს გარს შემოეკვრის. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა

Read More

ქრომოსომული პარანემული სპირალი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქრომოსომული პარანემული სპირალი – (spira paranemica chromosomatica ბერძნ.para  –  ახლოს და nema  –  ძაფი)  მეტაფაზური ქრომოსომების სტანდარტული, ანუ სომატური სპირალი, რომელიც წარმოიქმნება ქრომოსომების სპირალიზაციის დროს, როდესაც ისინი ერთიმეორის ახლოს მდებარეობენ ისე, რომ ურთიერთს გარს არ ეკვრიან და თავისუფლად შეუძლიათ ერთმანეთისაგან მოცილება. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის

Read More

ქრომოსომის დუპლიკაცია

ქრომოსომის დუპლიკაცია – (duplicatio chromosomatis ლათ. duplex  –  ორმაგი)   სახესხვაობა ქრომოსომული აბერაციის ქრომო­სომების სტრუქტურული ცვლილებების მუტაგენური ფაქტორების ზეგავლენით, რაც მდგომარეობს ქრომოსომის რომელიმე სეგმენტის გაორმაგებაში. თუ ქრომოსომაში უბნის გაორმაგება მოხდა მისი გადანაცვლებით მეორე ქრომოსომიდან (უფრო ხშირად ჰომოლო­გიურად), ასეთ დუპლიკაციას გადანაცვლებითს უწოდებენ. არჩევენ აგრეთვე გამეორებათა დუპლიკაციას, როდესაც დუპლიცირებული სეგმენტი ლოკალიზდება ქრომოსომაში საწყისი ქრომოსომის გვერდით. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ

Read More

ტრისომიკები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტრისომიკები – (trisomici ბერძნ.tri  –  სამი და soma, somatos  –  სხეული)   ანეუპლოიდური  უჯრედები, რომელთა დიპლოიდური ქრო­მოსომების ნაკრებს ემატება თითო – თითო ზედმეტი ქრომოსომა. ასეთი  უჯრედების ქრომოსომების ნაკრებში ერთი ქრომოსომა წარმოდგენილია სამჯერ და არა წყვილი ჰომოლოგიური ქრომოსომით, რო­გორც ჩვეულებრივ არის ხოლმე. პირობითად  უჯრედების  –  ტრისომიკების ქრომოსომული შემადგენლობა აღინიშნება

Read More

ტეტრასომიკები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტეტრასომიკები – (tetrasomici ბერძნ.tetra  –  ოთხი და soma, somatos  –  სხეული)  –  ანეუპლოიდური  უჯრედები, რომელთა ქრო­მოსომულ ნაკრებებში დიპლოიდური რიცხვის გარდა არის კიდევ თითო წყვილი ჰომოლოგიური ქრომოსომა. ასეთი  უჯრედების ბირთვების ქრომოსომული შემადგენლობა აღინიშნება 2n+2 – ით. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

Read More