Tag Archives: ქრომოსომ

ცენტრომერა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცენტრომერა – (centrum – ცენტრი და ბერძნ. meros – ნაწილი) – ჩვეულებრივად ქრომოსომის პირველადი (ანუ ცენტრული) გადაზონრვის ადგილას მკვრივი სფერული სხეულაკი, რომელიც მართავს მის გადაადგილებას მიტოზის დროს. ცენტრომერების საშუალებით ქრომოსომები მაგრდება აქრომატული თითისტარას ძაფებზე. ცენტრომერები ქრომოსომებთან, აქრომატულ ძაფებთან და ცენტრიოლებთან ერთად შეადგენს მიტოზურ (ანუ გამყოფ) აპარატს. ცენტრომერების

Read More

ქრომატინული შრე

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქრომატინული შრე – (stratum chromatinosum ბერძნ.chroma  –  ფერი)   ინტერფაზური უჯრედის ბირთვის ღებვადი გარეთა შრე, რომელიც ციტოპლაზმასა და კარიოლიმფის საზღვრებზე მდებარეობს. ს.ი.შჩელნუკოვის (1962) მონაცემების თანახმად, ის შედგება დნმ – ის შემცველი ქრომატინისაგან და განსაზღვრავს ბირთვულ – ციტოპოლაზმური ურთიერთქმედების ხასიათს ინტერფაზის განმავლობაში, განაპირობებს რა  უჯრედების ზრდის, დიფერენცირებისა და ფუნქციონირების

Read More

უჯრედის ბირთვი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უჯრედის ბირთვი – (nucleus cellulae სინ.caryon) – უჯრედის ძირითადი კომპონენტი, რომელიც უზრუნველყოფს მათ რეპროდუქ­ციას,­ გენეტიკურ დეტერმინაციას და ცილის სინთეზის რეგულაციას. უჯრედის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, რომლის მოქმედებასთანაა და­კავშირებული გენეტიკური ინფორმაციის გადაცემა. გარეგნულად ბირ­თვი უფრო ხშირად მომრგვალო სხეულია, რომელიც ყოველი მხრიდან გარშემოკრულია ციტოპლაზმით. იგი შედგება ბირთვის გარსის ანუ მემ­ბ­რანის –

Read More

უნივალენტა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უნივალენტა – (univalenta ლათ. unus – ერთი) ერთეული, შეწყ­ვილებული ქრომოსომა პირველი რიგის სპერმატოციტებისა და ოოცი­ტების მეიოზის პროფაზის დროს. უნივალენტური ქრომოსომები თავის მხრივ შედგება ორი ქრომატიდისაგან, რის გამოც მათ დიადებს უწოდებენ. შეუწყვილებელი უნივალენტური ქრომოსომებისგან განსხვავებით, შეწყვილებულ ჰომოლოგიურ ქრომოსომებს უწოდებენ ბივალენტებს, ანუ ბივალენტურ ქრომოსომებს. ტერმინი „უნივალენ­ტა“ ჰეკელმა შემოიღო (1892).

Read More

სპირემა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სპირემა – (ბერძნ.spirema  –  ძაფის გორგალი) მიტოზის პროფაზის სტადია, როდესაც ქრომოსომები ძაფის მსგავსად გორგლისებურად იხვევა. ამ სტადიას ზოგჯერ უწოდებენ გორგლის სტადიას. ტერმინი შემოიღო ფლემინგმა (1882). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და

Read More