Tag Archives: ქსელური

პირობითი ინტეგრაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პირობითი ინტეგრაცია – (ინტ.) conditional integration ვირტუალური და რეალური ობიექტების არაფორმალური გაერთიანების სპეციფიკური პროცესი. ასეთი გაერთიანების პროდუქტი არ არის მატერიალური გარემოს საგანი, თუმცა წარმოადგენს მის ეფექტურ ინსტრუმენტს. პირობითი ინტეგრაცია დამახასიათებელია ქსელური ეკონომიკისათვის და ფართო გავრცელებას ჰპოვებს მისი ინსტრუმენტების ფორმირების დროს. პირობითად ინტეგრირებული სისტემის მაგალითია საინფორმაციო კომპლექსი. გაფრთხილება!

Read More

ონლაინ – ტექნოლოგიები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ონლაინ – ტექნოლოგიები – (ინტ.) on line შეტყობინებათა კომუნიკაციის საშუალებები ქსელურ საინფორმაციო სივრცეში, რომლებიც რეალურ დროში ინფორმაციის სინქრონულ გაცვლას უზრუნველყოფენ. საუბარი ინტერნეტში მოკლე ტექსტური შეტყობინებების დახმარებით („ჩეთი“), აუდიოვიზუალური კონფერენციები, ინტერაქტიური ქსელური თამაშები,დროის რეალურ რეჟიმში ინტერნეტ – მომსახურების სხვადასხვა ფორმები, ონლაინ – ტექნოლოგიების მოკლე ჩამონათვალს წარმოადგენენ. გაფრთხილება! ბმულები:

Read More