Tag Archives: ქსლისებრი

ფსევდოკოკციდიოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფსევდოკოკციდიოზი – კანისა და კანქვეშა უჯრედისის  იშვიათი ქრონიკული დაავადება, რომელიც გამოწვეულია პიოკოკური და სოკოვანი (საფუარისმაგვარი და ქსლისებრი სოკოები) ფლორით; კლინიკურად მსგავსია კოკქციდიოდური მიკოზის ქრონიკული ფორმისა. დაზიანების კერები წარმოდგენილია ანთებითი ინფილტრატებისა და კვანძების სახით, რომლებიც იხსნება და წარმოქმნის ნაწიბურებს; კერები ლოკალიზებულია იღლიისქვეშა არეში, დუნდულოებზე, შორისის რეში. გაფრთხილება! ბმულები:

Read More

პენიცილინოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პენიცილინოზი – დაავადება, რომელსაც იწვევს ქსლისებრი სოკო Penicillium. გვხდება საკმაოდ იშვიათად. ძირითადად ზიანდება ფილტვები. დაავადების ავთვისებიანი მიმდინარეობა აღენიშნებათ შიდსით დაავადებულებს. ექვემდებარება სოკოს საწინააღმდეგო საშუალებებით მკურნალობას. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

ოპტოქიაზმური არაქნოიდიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ოპტოქიაზმური არაქნოიდიტი – (ლათ. [nervus] opticus მხედველობის ნერვი + ბერძ. Chiasmos ჯვრისებრი განლაგება) თავის ტვინის ქსლისებრი და სისხლძარღვოვანი გარსის და ტვინის ნივთიერების განაპირა ზონების დიფუზური, ქვემწვავე ან ქრონიკული ანთებითი პროცესი, ტვინის ბაზალურ ცისტერნებში, მხედველობის ჯვარედინში და მხედველობის ნერვებში უპირატესი მორფოლოგიური ცვლილებებით. მხედველობის ჯვარედინისა და მხედველობის ნერვების დაზიანება

Read More

მუკორომიკოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მუკორომიკოზი – ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს ქსლისებრი სოკო. დასნებოვნება ხდება აეროგენული გზით. ვითარდება იმუნური სისტემის დარღვევების მქონე პირებში და მიმდინარეობს კანის, თვალების, ფილტვების, ბრონქების, ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

გარსებქვეშა სისხლჩაქცევა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გარსებქვეშა სისხლჩაქცევა – სისხლის დაგროვება თავისა და ზურგის ტვინის მაგარი ან ქსლისებრი გარსებს ქვეშ სისხლძარღვის კედლის მთლიანობის დარღვევის შედეგად; წარმოადგენს თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლის ერთ – ერთ ფორმას. ეტიოლოგიური ფაქტორის, სისხლდენის წყაროს ლოკალიზაციისა და სისხლჩაქცევის ადგილის მიხედვით განასხვავებენ ტრავმულ და არატრავმულ, ცერებრულ და სპინურ, კონვექსიტალურ

Read More