Tag Archives: ქუთუთოების

მედიკამენტოზური კონიუნქტივიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მედიკამენტოზური კონიუნქტივიტი – (თვალის დაავ.) ატროპინით, ეზერინით, ანტიბიოტიკებით ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ კონიუნქტივის ალერგიული ანთება. გვხვდება იმ სამედიცინო პერსონალში, რომელთაც ხშირი შეხება აქვთ ანტიბიოტიკებთან. სიმპტომები. ქუთუთოების კანის ქავილი, სიმშრალე ან მაცერაცია, ქუთუთოების კონიუნქტივის ჰიპერემია და მასში ფოლიკულები. გაფრთხილება! ბმულები: გვერდი ,,თურმანიძის მალამო ბავშვებისათვის”

კონიუნქტივა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კონიუნქტივა – (გვიანდ. ლათ. coniunctivus – შემაერთებელი) თვალის შემაერთებელქსოვილოვანი გარსი – გამჭვირვალე ლორწოვანი გარსი, რომელიც ფარავს ქუთუთოების უკანა ზედაპირს და თვალის კაკალს რქოვანამდე. შესაბამისად კონიუნქტივას ყოფენ ქუთუთოებისა და თვალის კაკლის ანუ სკლერის კონიუნქტივას. კონიუნქტივა მდიდარია სისხლისა და ლიმფური ძარღვებით, მგრძნობიარე ნერვების დაბოლოებებითა და ჯირკვლებით. [“1”] გაფრთხილება! ბმულები:

Read More