ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შუა ყურის მწვავე ანთება – (ყელ – ყურ – ცხვ. დაავ.) ხშირად აღენიშნებათ ბავშვებს (განსაკუთრებით ძუძუს და ადრეულ ასაკში). პათოგენური მიკროორგანიზმები დაფის აპკზე ხვდებიან მწვავე სურდოს, ადენოიდური წანაზარდების, გრიპის, წითელას, ქუნთრუშას დროს. შუა ყურის ანთების მაპროვოცირებელ ფაქტორებს მიეკუთვნება სურდო, ზოგადი ინფექციები, ორგანიზმის წინააღმდეგობის დაქვეითება. სიმპტომები და მიმდინარეობა.
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სასის ნუშურების ჰიპერტროფია – 1. ხშირად შერწყმულია ადენოიდებთან. გვხვდება ბავშვთა ასაკში, როგორც ხახის ლიმფადენოიდური ქსოვილის ჰიპერტოფიის გამოვლინება. ასაკთან ერთად ჰიპერტროფული ნუშები შესაძლოა დაექვემდებარონ უკუგანვითარებას. სიმპტომები, მიმდინარეობა. დაავადება ვლინდება სუნთქვის, მეტყველების, საკვების გადაყლაპვის გაძნელებით. მექანიკური წინააღმდეგობის გამო შესაძლებელია წარმოიქმნას რეფლექტორული ხველა ღამით, განსაკუთრებით ბავშვებში. ეს ბავშვები მძიმედ იტანენ
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ორქიტი – 1. (ქირურგ.) სათესლე ჯირკვლის ანთება. ვითარდება სათესლე ჯირკვლის დანამატიდან ანთების გადაცემის ან სხვადასხვა ინფექციური დაავადებების დროს (ტიფი, პარატიფი, ტუბერკულოზი, პაროტიტი და სხ), ანთებითი კერებიდან ინფექციის მოხვედრის შედეგად. სიმპტომები, მიმდინარეობა. ტკივილი სათესლე ჯირკვლის მიდამოში, ტემპერატურის მომატება, ზოგადი მდგომარეობის და თვითშეგრძნების გაუარესება. სათესლე ჯირკვლის პალპაციისას – მისი