Tag Archives: ღვიძლ

ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია

ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია – ზედმეტი რაოდენობის ცხიმის დაგროვება ღვიძლის პარენქიმის უჯრედებში. ეტიოლოგია, პათოგენეზი დაავადება დაკავშირებულია ზოგიერთ ინტოქსიკაციასთან (ქრონიკული ალკოჰოლიზმი), მეტაბოლურ დარღვევებთან შაქრიანი დიაბეტის დროს, არარაციონალურ კვებასთან ცილების და ლიპოტროპული უკმარისობის ფონზე, ქრონიკულ ინფექციებთან (ტუბერკულოზი). აგრეთვე ზოგიერთი მედიკამენტის მიღებასთან (მაგალითად კორტიკოსტეროიდები).  სიმპტომები, მიმდინარეობა კლინიკურ მიმდინარეობაში, როგორც წესი, წამყვანია ღვიძლგარეთა დაზიანების სიმპტომები. თუმცა შემდგომში აღინიშნება ღვიძლის ზომების

Read More

ქოლესტეროზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქოლესტეროზი – (cholesterosis)პათოლოგიური პროცესი, რომელიც აღინიშნება ქოლესტერინის ცვლის დარღვევებისას. განსაკუთრებით ხშირად ვლინდება ნაღვლის ბუშტის კედლის ლიპიდური ინფილტრაციით. იშვიათად აღინიშნება ე. წ. ექსტრავეზიკულური ქოლესტეროზის გამოვლინება – ლიპიდების ჩალაგება კანში, ღვიძლგარეთა ნაღვლის სადინრის, კუჭ – ნაწლავის  კედლებში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ფრენიკუს – სიმპტომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფრენიკუს – სიმპტომი – (ლათ. (nervus) phrenicus დიაფრაგმის ნერვი)მტკივნეულობა პალპაციისას მარჯვენა ლავიწქვეშა არეში მკრედ – ლავიწ – დვრილისებრი კუნთის ფეხებს შორის; ყველაზე უფრო ხშირად წარმოადგენს დიაფრაგმისქვეშა ან ღვიძლქვეშა, განსაკუთრებით ნაღვლის ბუშტის არეში მიმდინარე ანთებითი პროცესის ნიშანს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ლეოტის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ლეოტის სინდრომი – სუბჰეპატური პერივისცერიტი. ღვიძლქვეშა პერივისცერიტის კლინიკური სურათი. ნიშნები: ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშა არეში – არაიშვიათად ჭვალის სახით, გულისრევა, მეტეორიზმი, ქრონიკული ქოლეცისტიტისა და აპენდიციტის ნიშნები. [“3”] გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

აბსცესი ღვიძლქვეშა

აბსცესი ღვიძლქვეშა – (abscessus subhepaticus) აბსცესი, რომელიც ლოკალიზებულია მუცლის ღრუში ღვიძლის ქვედა ზედაპირსა და ნაწლავის მარყუჟებს შორის; ვითარდება შემოფარგლული ჩირქოვანი პერიტონიტის შედეგად.