Tag Archives: ღრუსა

შეწოვა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შეწოვა – უჯრედული მემბრანების გავლით უჯრედში ნივთიერებების შეღწევის აქტიური ფიზიოლოგიური პროცესი, ხოლო უჯრედებიდან – ორგანიზმის შიგა გარემოში. შეწოვა ხორციელდება წვრილ და მსხვილ ნაწლავებში, პირის ღრუსა და კუჭის ლორწოვანი გარსების ზედაპირიდან, სასუნთქი გზებიდან და სხვ. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ურბახ – ვიტეს დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ურბახ – ვიტეს დაავადება – (E. Urbach, ამერიკ. დერმატოლოგი; C. Wiethe, ავსტრ. ოტოლარინგოლოგი; სინ.: კანისა და ლორწოვანი გარსების ჰიალინოზი, ლიპოპროტეინოზი) კანისა და ლორწოვანი გარსების დაავადება, რომელიც წარმოიქმნება ლიპიდური და ცილოვანი ცვლის მოშლის შედეგად. დაავადება ვლინდება ჩვილ ასაკში კანის, ასევე პირის ღრუსა და ხორხის ლორწოვანი გარსის უმნიშვნელო ცვლილებებით.

Read More

სახის ნერვი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სახის ნერვი – ქალას ნერვების მეშვიდე წყვილი ნერვი. შეიცავს მამოძრავებელ და მგრძნობიარე ნერვულ ბოჭკოებს. ანერვიანებს მიმიკურ მუსკულატურას, საცრემლე და სანერწყვე ჯირკვლებს, ენის, სასის, ცხვირის ღრუსა და ხახის ზედა ნაწილის ლორწოვან გარსებს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

რინოფარინგიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რინოფარინგიტი – ცხვირის ღრუსა და ხახის ლოწროვანი გარსების ერთდროული ანთება გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

რინოსინუსოპათია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რინოსინუსოპათია – (rhinosinusopathia; ბერძ. Rhis, rhinos ცხვირი + ლათ. Sinus წიაღი + ბერძ. Pathos ტანჯვა, ავადმყოფობა)ცხვირის ღრუსა და მისი დანამატი წიაღების ალერგიული დაავადება, რომელიც ვლინდება მწვავე რინიტისა და სინუსიტის სუბიექტური და ობიექტური ნიშნებით, მაგრამ განსხვავდება მათგან ანთების პათომორფოლოგიური ნიშნების არარსებობით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა

Read More