Tag Archives: ყელის

ცილინდრომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცილინდრომა – (cyindroma; ცილინდრი + – oma სიმსივნე; სინ.: ადენოცისტური კიბო) ავთვისებიანი ეპითელური სიმსივნე, რომელიც ხასიათდება ცილინდრული სტრუქტურების წარმოქმნითა და სტრომის ჰიალინოზით. ცილინდრომა ვითარდება სანერწყვე ჯირკვლებში, მაგრამ შესაძლოა განვითარდეს საცრემლე ჯირკვლებშიც, ზედა სასუნთქი გზების, ბრონქების, საყლაპავის, საშვილოსნოს ყელის ლორწოვან ჯირკვლებში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა

Read More

შუალედური უჯრედები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შუალედური  უჯრედები – (cellulae medianae)   კუჭის ფუნდუსის ჯირკვლების ყელის ნაწილის  უჯრედები. ისინი ასრულებენ კამბიუმის როლს კუჭის ეპითელიუმისა და ფუნდუსის ჯირკვლების ეპითელიუმისთვის, რომლის შემადგენლობაში შედის აგრეთვე მთავარი, შემომფენი  –  პარიესული ანუ საფარი და დამა­ტებითი  უჯრედები. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება!

Read More

ყელის მუკოციტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ყელის მუკოციტი – (mucocytus cervicalis ლათ.muca – ლორწო cervix, cervicis – ყელი და ბერძნ.cytos – უჯრედი) – კუჭის საკუთარი ჯირ­კვლების ლორწოვანი უჯრედი, რომელიც მდებარეობს კუჭის ჯირკვლის ყელის მიდამოში, სეკრეციული ეპითელიუმის რეგენერაციის წყაროა. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო

Read More

ქლოროდონტია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქლოროდონტია – (სტომატ.)    chlorodontie (Wegers) ბავშვებში სარძევე კბილების მომწვანო შეფერილობა, პიგმენტი აღინიშნება კბილის ყელის მიდამოში რგოლის სახით. გაფრთხილება!  

სტრანგურია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სტრანგურია – (ბერძ. stranx, ნათ ბრ. strangos – წვეთი) გაძნელებული, გახშირებული და მტკივნეული შარდვა და შარდის ბუშტის სპაზმური შეკუმშვა. აღინიშნება შარდის ბუშტის ყელის დაზიანების დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა