ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შუა ყურის ქრონიკული, ჩირქოვანი ანთება – (ყელ – ყურ – ცხვ. დაავ.) მწვავე, ჩირქოვანი შუა ოტიტების დაგვიანებული და არასწორი მკურნალობის, ცხვირის და დანამატი წიაღების, ხორხის ქრონიკული, ანთებითი პროცესების, ორგანიზმის წინააღმდეგობის შესუსტების დროს, ყურის ანთებამ შესაძლოა მიიღოს ქრონიკული ხასიათი. სიმპტომები. დაფის აპკის მთლიანობის სრული დარღვევა, ნაწილობრივი ან სრული
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შუა ყურის მწვავე ანთება – (ყელ – ყურ – ცხვ. დაავ.) ხშირად აღენიშნებათ ბავშვებს (განსაკუთრებით ძუძუს და ადრეულ ასაკში). პათოგენური მიკროორგანიზმები დაფის აპკზე ხვდებიან მწვავე სურდოს, ადენოიდური წანაზარდების, გრიპის, წითელას, ქუნთრუშას დროს. შუა ყურის ანთების მაპროვოცირებელ ფაქტორებს მიეკუთვნება სურდო, ზოგადი ინფექციები, ორგანიზმის წინააღმდეგობის დაქვეითება. სიმპტომები და მიმდინარეობა.
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ყურის დაზიანება – – (ყელ – ყურ – ცხვ. დაავ.) დაფის აპკის დაზიანება შეიძლება იყოს სხვადასხვა საგნებით ჩიჩქნის, უცხო სხეულის მოცილების არასათანადოდ ცდის, ატმოსფერული წნევის მკვეთრი ცვლილებების (საჰაერო კონტუზია, კესონში მუშაობის დროს დეკომპრესიის წესების დაუცველობა და ა.შ.), ქალას ტრამვების (უპირატესად ქალას ფუძის მოტეხილობები) შედეგი. სიმპტომები. ყურის ტკივილი,
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქრონიკული სურდო – (ყელ – ყურ – ცხვ. დაავ.) გვხვდება მარტივი, ჰიპერტროფიული და ატროფიული სახით. ვითარდება ხშირი მწვავე გაცივებების, ინფექციური დაავადებების, ადენოიდების, ქრონიკული სინუსიტების, პროფესიული მავნებლობების ნიადაგზე. სიმპტომები. მარტივი ქრონიკული სურდოს დროს აღინიშნება ცხვირის ნიჟარების უმნიშვნელო ჰიპერემია და შეშუპება. სიმპტომები ანალოგიურია, რაც მწვავე სურდოს დროს, თუმცა ნაკლებად
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სმენის ნერვის ნევრიტი – (ყელ – ყურ – ცხვირ. დაავ.) ვითარდება გადატანილი ინფექციების (გრიპი, წითელა, ქუნთრუშა, ტიფი, მენინგიტი) და ზოგადი დაავადებების (ათერისკლეროზი, ნეფრიტი, შაქრიანი დიაბეტი), სამკურნალო პრაპარატებით (ქინინი, ნატრიუმის სალიცილატი, სტრეპტომიცინი და ა.შ.) ან შხამებით (დარიშხანი, ვერცხლისწყალი, ტყვია, ფოსფორი და ა.შ.) მოწამვლების, ალკოჰოლის და თამბაქოს ბოროტად გამოყენების,