Tag Archives: შარდვა

ცისტალგია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცისტალგია – (ბერძ. kystis – შარდის ბუშტი და algos – ტკივილი) ხშირი და მტკივნეული შარდვა, შარდის ბუშტის დაავადების ობიექტური ნიშნებისა და შარდში ცვლილებების არსებობის გარეშე. აღინიშნება ქალებში, ხშირად ვეგეტატიური დისფუნქციების დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

შარდის ბუშტის კენჭები

შარდის ბუშტის კენჭები. – (ქირურგ.) მათ წარმოქმნას ხელს უწყობს: მინერალური მარილებით მდიდარი სასმელი წყლის გამოყენება, შარდის შეკავება ბუშტში, ინფექციები და უცხო სხეულები. შარდის ბუშტის კენჭებს ეწოდება პირველადი, ხოლო თირკმლის კენჭებს, რომლებიც ჩამოსულია შარდის ბუშტში – მეორადი. კენჭების ფორმა და ქიმიური შედგენილობა მრავალფეროვანია.  სიმპტომები, მიმდინარეობა. ძირითადი სიმპტომებია ტკივილები, შარდის გამოყოფის მოშლა და მისი ხასიათის ცვლილება. ტკივილები

Read More

ურეთრის შევიწროება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ურეთრის შევიწროება – (ქირურგ.) ვითარდება შარდსადინრის ჭრილობის ან გონორეული ურეთრიტის შემდეგ ნაწიბურის ჩამოყალიბების შედეგად. სიმპტომები, მიმდინარეობა. საწყის სტადიაში ავადმყოფი აღნიშნავს, რომ შარდის ნაკადი უფრო წვრილი ხდება და შარდვა ხანგრძლივდება. შემდეგ შარდვის დროს საჭირო ხდება გაჭინთვა, ნაკადი წყდება, შარდვა ხშირდება. ძალიან მძიმე შემთხვევებში აღინიშნება შარდის სრული შეკავება, შარდის

Read More

სტრანგურია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სტრანგურია – (ბერძ. stranx, ნათ ბრ. strangos – წვეთი) გაძნელებული, გახშირებული და მტკივნეული შარდვა და შარდის ბუშტის სპაზმური შეკუმშვა. აღინიშნება შარდის ბუშტის ყელის დაზიანების დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ორსულთა პიელიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ორსულთა პიელიტი – (მეან.)თირკმლის მენჯის ანთება. პიელიტის განვითარებას ხელს უწყობს შარსაწვეთების ატონია და მასთან დაკავშირებული შარდის შეკავება, რაც თავის მხრივ განპირობებულია მექანიკური წინააღმდეგობით (ორსული საშვილოსნოს მიერ შარსაწვეთებზე, განსაკუთრებით მარჯვენაზე, ზეწოლა). ინფექცია ხვდება ლიმფური გზებით ნაწლავიდან, იშვიათად – აღმავალი გზით შარდის ბუშტიდან. ყველაზე ხშირი გამომწვევია ნაწლავის ჩხირი. სიმპტომები,

Read More