Tag Archives: შარკოს

შარკოს ტრიადა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შარკოს ტრიადა – ტერმინი, რომელიც აერთიანებს ორ კლინიკურ სიმპტომთკომპლექსს, რომელიც აღწერა შარკომ: 1. ნისტაგმის, ტრემორისა და სკანდირებული მეტყველების კომბინირება, რომელიც დამახასიათებელია გაფანტული სკლეროზისათვის; 2. სიყვითლის, ცხელებისა და მუცლის ზედა ნაწილის ტკივილის კომბინაცია ქოლანგიტის დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

შარკოს დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შარკოს დაავადება – გვერდითი ამიოტროფული სკლეროზი –  უცნობი ეტიოლოგიის ნერვული სისტემის ქრონიკული პროგრესირებადი დაავადება. ახასიათებს თავისა და ზურგის ტვინის მამოძრავებელი ნეირონების დაზიანება, ქერქ – ზურგტვინისა და ქერქ – ბირთვთა ბოჭკოების დეგენერაცია. გამოვლინდება კიდურთა და თავის კუნთების ცენტრალური და პერიფერიული დამბლების (პარეზების) შერწყმით და ასევე სამწვერა, ენის მამოძრავებელ,

Read More

შარკოს გარდამავალი კოჭლობა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შარკოს გარდამავალი კოჭლობა – იხ. შერკოს სინდრომი (შარკოს სინდრომი) გარდამავალი (შენაცვლებითი)კოჭლობა, ტკივილი ქვემო კიდურებში სიარულისას, რომელიც გადის შესვენებისას. დამახასიათებელია ასევე მგრძნობელობის მოშლა, პარესთეზიები, ტერფების გაცივების შეგრძნება, თითების სიფერმქრთალე, ქვემო კიდურების პერიფერიული არტერიების პულსაციის დაქვეითება ან გაქრობა. მოგვიანებით ვითარდება ქვემო კიდურის ქსოვილთა დაწყლულება და ნეკროზი. სინდრომს საფუძვლად უდევს

Read More

ქოლედოქის ვენტილური ქვა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქოლედოქის ვენტილური ქვა – ნაღვის საერთო სადინრის ტერმინალური ნაწილის დაცობის დროს წაროიქმნება ღვიძლის კოლიკა, სიყვითლიე, ტემპერატურის მატება (შარკოს ტრიადა). ნაღვლისმიერი ჰიპერტეზიის გამო ქოლედოქი იჭიმება, კენჭი თითქოსდა ამოტივტივდება, ტკივილი და სიყვითლე კლებულობს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა