Tag Archives: შემაერთებელი

არაქნოდაქტილია

არაქნოდაქტილია – (arachnodactylia; ბერძ. Arachne ობობა + daktylos თითი; სინ.: დოლიქოსტენომელია, აკრომაკრია, ჰიპერქონდროპლაზია) კლინიკური სინდრომი, რომელსაც საფუძვლად უდევს შემაერთებელი ქსოვილის სტრუქტურისა და ფუნქციის მემკვიდრეობითი დაზიანება; ვლინდება ძვლოვანი სისტემის ანომალიებით. არაქნოდაქტილიისათვის დამახასიათებელია გრძელი, თხელი თითები, თითისტარისებრი ფორმის გულმკერდი, ნეკნთაშუა არეები ფართოა, ნეკნის ხრტილები მსხვილი და რბილია; დაავადება საკმაოდ იშვიათად გვხვდება. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი

Read More

ანგიოფიბრომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ანგიოფიბრომა – (angiofibroma; ბერძ. Angeion – სისხლძარღვი, ლათ. fibra – ბოჭკო + oma სიმსივნე; სინ. ჰემანგიოფიბრომა) კეთილთვისებიანი სიმსივნე, რომელიც ხასიათდება სისხლძარღვოვანი და ბოჭკოვანი შემაერთებელი ქსოვილების შერწყმით. ლორწოვანი გარსების ანგიოფიბრომას აქვს პოლიპის სახე. ხშირი სისხლჩაქცევების გამო სიმსივნემ შესაძლოა მიიღოს მურა ფერი. კანის ანგიოფიბრომას აქვს მცირე ზომის, კარგად შემოფარგლული

Read More