Tag Archives: შემაერთებელქსოვილოვანი დაავადება

ქსანთომა

ქსანთომა – 1. xanhtoma (ბერძნ. Xanhtos ყვითელი,  – oma სიმსივნე)  მოყვითალო ფერის კვანძოვანი სიმსივნე, რომელიც შედგება ლიპოიდების შემცველი შემაერთებელქსოვილოვანი უჯრედებისაგან; ვითარდება კანში, ხშირად თვალის ქუთუთოში. 2.   კანსა და ზოგიერთ ქსოვილში ტრიგლიცერიდებისა და ქოლესტერინის კეროვანი ჩალაგება; გამოწვეულია ნივთიერებათა ცვლის  პროცესების მოშლით. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ფოლიკულის შიგნითა გარსი (სისხლძარღვოვანი შრე)

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფოლიკულის შიგნითა გარსი (სისხლძარღვოვანი შრე) – (theca interna ბერძნ.theca  –  გარსი და ლათ.internus  –  შიგნითა) საკვერცხის მწიფე ფოლიკულის შემაერთებელქსოვილოვანი გარსის შიგნითა შრე, შედგება სისხლძარღვებითა და ინტერსტიციული  უჯრედებით (ინტერსტიციული ენდოკრინოციტები  –  თეკოციტები) მდი­დარი ფაშარი ბოჭკოვანი ქსოვილით. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

Read More