ცდომილება გაზომვისა
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცდომილება გაზომვისა – შეცდომა გაზომვისა, გაზომვის შედეგების გადახრა გასაზომი სიდიდის ჭეშმარიტი მნიშვნელობიდან. ცდომილება გაზომვისა შეიძლება იყოს სისტემატური, შემთხვევითი და უხეში (ამ უკანასკნელს ხშირად უწოდებენ აცდენას). გაზომვის სისტემატურ ცდომილებას უმეტესად იწვევს გაზომვის საშუალებათა ცდომილება და გაზომვის მეთოდების არასრულყოფილება, შემთხვევითს – არასაკონტროლებელი გარემოებები (გაზომვის პირობების უმნიშვნელო ცვლილებები და ა.