Tag Archives: შემცირების

ცილოვანი უკმარისობა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცილოვანი უკმარისობა – პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ვითარდება ორგანიზმში ცილის (ძირითადი პლასტიური მასალა, რომელიც აუცილებელია ფერმენტების, ჰორმონების, იმუნური სხეულებისა და სხვ. სინთეზისათვის) შესვლის შემცირების ან შეწყვეტის შედეგად. შესაძლოა განპირობებული იყოს აგრეთვე ორგანიზმში ცილის გაძლიერებული დაშლით, მაგ. დამწვრობითი დაავადების, მძიმე ტრავმის, ჩირქოვან – სეპტიკური დაავადებებისას. ბავშვებში მსუბუქი ფორმა ვლინდება

Read More

ჩელაიდიტის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჩელაიდიტის სინდრომი – ვითარდება ფილტვების რეზექციის შემდეგ; როგორც მარჯვენა ჰემოთორაქსის და მარჯვენა ფილტვის ქვედაწილის მოცულობის შემცირების შედეგი. ვითარდება ბრონქოთორაკალური ფისტულა. რამდენიმე წლის შემდეგ ყალიბდება გართულებები, ნაწლავთა გადაადგილება, ტკივილი მუცელში, ანორექსია, მუცლის ბერვა და სხვ. [“3”] გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ქალასტრეპანაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქალასტრეპანაცია – ქირურგიული ოპერაცია, რომელიც მდგომარეობს ქალას ღრუს გახსნაში, ქალაშიდა წნევის შემცირების მიზნით ან ქალაშიდა წარმონაქმნებთან მიღწევის უზრუნველსაყოფად. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

სოციალური იზოლაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სოციალური იზოლაცია – სოციალური მოვლენა, რომლის დროსაც სოციალური კონტაქტებისა და ურთიერთობების შეწყვეტის ან მკვეთრი შემცირების შედეგად , ხდება ინდივიდის ან სოციალური ჯგუფის მოწყვეტა სხვა ინდივიდებისა და სოციალური ჯგუფებისაგან. (სოც. და მარკ.კვლ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

სამედიცინო ქილები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სამედიცინო ქილები – სამკურნალო პროცედურა – დროებითი კანქვეშა ჰიპერემიის შექმნა კანის უბანზე ჰაერის წნევის შემცირების გზით, რომელსაც ,,ეწებება” მინის ქილა. იყენებენ გულმკერდის ორგანოების ანთებითი პროცესების დროს (ბრონქიტები, კეროვანი პნევმონია), აგრეთვე მიოზიტების, ნევრალგიების დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა