Tag Archives: შემცირებული

ცისფერი სკლერების სიმპტომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცისფერი სკლერების სიმპტომი – დამახასიათებელია ცისფერი სკლერები, ძვლების მტვრევადობა და სმენის დაქვეითება ან სიყრუე. სიმპტომები სმენის ორგანოს მხრივ ვითარდება მოგვიანებით, ჩვეულებრივ სქესობრივი მომწიფების პერიოდში. არჩევენსიმპტომთკომპლექსის ორ ტიპს. პირველია ფროლიკ დიურანტის ტიპი, რომლის დროსაც ძვლების მოტეხილობები ვლინდება ჯერ კიდევ ნაყოფად ყოფნის პერიოდში ან დაბადებისას. მეორეა ლობშტეინის ტიპი, რომლის

Read More

ქრონიკული ურემია (თირკმლის ქრონიკული უკმარისობა)

ქრონიკული ურემია (თირკმლის ქრონიკული უკმარისობა) – ხასიათდება თირკმლის ფუნქციების, პირველ ყოვლისა გამომყოფი ფუნქციის დარღვევით, სისხლში აზოტოვანი ნივთიერებების თანდათანობითი დაგროვებით. აღნიშნული პათოლოგია არის თირკმლების მრავალი ქრონიკული დიფუზური დაავადების შედეგი: ქრონიკული ნეფრიტი, ამილოიდოზი, პიელონეფრიტი, სისტემური სისხლძარღვოვანი დაავადებები (კვანძოვანი პერიარტერიიტი, სისტემური წითელი მგლურა). სიმპტომები. ჩვეულებრივ ავადმყოფებს დაავადების მეტ – ნაკლებად ხანგრძლივი მიმდინარეობისას, უვითარდებათ თირკმლების დაზიანების სიმპტომები. თირკმლის უკმარისობის

Read More

რასელის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რასელის სინდრომი – თანდაყოლილი ჯუჯისებრი ზრდა ემბრიონალური განვითარების დარღვევის გამო. ნიშნები: მშობიარობა დროული, ნაყოფის მასა და სიგრძე შემცირებული, თავის ქალას დისპლაზია, ჰიდროცეფალია, მაკროსტომია, მიკროგნატია, ჰიპერტელორიზმი, დისპროპორციული ჯუჯისებრი კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის ჰიპოპლაზია, ჰიპოგენიტალიზმი, კრიპტორქიზმი, კარიესი და კბილების ნაადრევი ცვენა. სავარაუდოა გადაცემის ავტოსომურ – რეცესიულიტიპი. [“3”] გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო

Read More

ოლიგოსპერმია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ოლიგოსპერმია – (oligospermia; ოლიგო – + სპერმა; სინ. ჰიპოსპერმია)ეაკულატის შემცირებული მოცულობა (1 მლ – ზე ნაკლები); აღინიშნება სათესლეებისა და მათი დანამატების, წინამდებარე ჯირკვლის, სათესლე ბუშტუკების, კუპერისა და ლიტრეს ჯირკვლების დაზიანების დროს, ასევე ხშორი, ერთმანეთს მოყოლებული სქესობრივი შერწყმისას. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი

Read More

ერითროპოეზის სტიმულატორები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ერითროპოეზის სტიმულატორები – (ბერძ. erythros – წითელი და poiesis – გამომუშავება) სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოყენებიან ანემიების დროს. ჰიპოქრომული ანემიების დროს გამოიყენება რკინის პრეპარატები – რკინის სულფატი, ფერამიდი, ფეროპლექსი, ფერუმ ლეკი, ფერკოვენი და სხვ. ჰიპერქრომული ანემიების დროს რკინის შემცველობა ერითროციტებში მომატებულია, ხოლო ერითროციტების საერთო რაოდენობა – შემცირებული. ვიტამინ

Read More