Tag Archives: შენარჩუნებას

ქსოვილოვანი ჰომეოსტაზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქსოვილოვანი ჰომეოსტაზი – (homeostasis textualis)   უზრუნველყოფს ორგანიზმში უჯრედთა საერთო მასის შენარჩუნებას, ე.ი. გაყოფად, დიფერენცირებულ და მომაკვდავ უჯრედთა რაოდენობის შეფარდების შენარჩუნებას. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ტროფიკა

ტროფიკა – (ბერძ. Trophe საკვები, კვება) სხვადასხვა ქსოვილის უჯრედებისა და არაუჯრედოვანი ელემენტების კვების პროცესთა ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანი ორგანიზმისა და მისი ორგანოებისა და ქსოვილების ზრდას, მომწიფებას, სტრუქტურისა და ფუნქციის შენარჩუნებას. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

სითბოს ცენტრი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სითბოს ცენტრი – თერმორეგულაციის ცენტრი, სპეციფიკურ ნერვულ უჯრედთა ერთობლიობა, რ – იც თავმოყრილია ჰიპოთალამუსსა და ზოგიერთ სხვა ნერვულ სტრუქტურაში და უზრუნველყოფს სხეულის ტემპერატურის მუდმივი დონის შენარჩუნებას თბილსისხლიან ცხოველებსა და ადამიანში. ჰიპოთალამუსის წინა ნაწილში ხდება სითბოს გადაცემის რეგულაციის, ხოლო მის უკანა ბირთვებში  –  სითბოპროდუქციის კონტროლი. სითბოს ცენტრის ზოგი

Read More

არგაილ რობერტსონის სიმპტომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი არგაილ რობერტსონის სიმპტომი – სინათლეზე გუგების რეაქციის არარსებობასა და კონვერგენციაზე და აკომოდაციაზე მათი რეაქციის შენარჩუნებას შორის დისოციაცია; შესაძლოა აღინიშნებოდეს ნეიროსიფილისის დროს, ვეგეტატიური უკმარისობის, შუა ტვინის დაზიანების დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1. საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა  3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4. დიეტები  5. ორსულობა და მშობიარობა