Tag Archives: შესაძლებელს

შრომითი, საყოფაცხოვრებო  და საზოგადოებრივი საქმიანობისათვის სპეციალურად შექმნილი პირობები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შრომითი, საყოფაცხოვრებო  და საზოგადოებრივი საქმიანობისათვის სპეციალურად შექმნილი პირობები – სპეციალური სანიტარიულ – ჰიგიენური, ორგანიზაციული, ტექნიკური, ტექნოლოგიური, სამართლებრივი, ეკონომიკური, მიკროსოციალური ფაქტორები, რომლებიც შესაძლებელს ხდის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა შეასრულოს შრომითი, საყოფაცხოვრებო და საზოგადოებრივი საქმიანობა რეაბილიტაციური პოტენციალის შესაბამისად. (საქართველოს კანონი სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შესახებ) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა

Read More

ულტრაიისფერი მიკროსკოპია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ულტრაიისფერი მიკროსკოპია – უჯრედების გამოკვლევის მეთოდი, რომელშიც ობიექტს აშუქებენ 210 – 275 mm სიგრძის ტალღის ულტრაიისფერი სხივებით. ულტრაიისფერ მიკროსკოპს მეტი ხედვითი უნარი აქვს (0,1 მკ – მდე), ვიდრე ჩვეულებრივ სინათლის მიკროსკოპს. ის შესაძლებელს ხდის უჯრედების ქიმიური შედგენილობის შესწავლას, ზოგიერთი ნივთიერების, კერძოდ კი, ნუკლეინის მჟავების მიერ ულტრაიისფერი სხივების

Read More

საგნობრივ – რეფლექტორული ურთიერთობა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი საგნობრივ – რეფლექტორული ურთიერთობა – (ფსიქოლოგია) სხვა ადანმიანებთან  სუბიექტის რეფლექსური კავშირების ინტერიორიზული (იხ. ინტერიორიზაცია) სისტემა, რომელიც დაფუძნებულია ,,სხვისი” პოზიციის აზრობრივი ასახვის უნარზე, ან სხვათა წარმოდგენით საგნის (ობიექტის, პრობლემის) საკუთარი ხედვის თავისებურებაზე. საგნობრივ – რეფლექტორული ურთიერთობა წარმოადგენს სუბიეტის შემეცნებითი აქტივობის აუცილებელ კომპონენტს, რადგანაც სხვა პირთა შეხედულებების რეკონსტრუქცია, განსახილველი

Read More

პროტოკოლი (განაწესი)

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პროტოკოლი (განაწესი) – (ინტ.) protocol შეთანხმებული წესებისა და სტანდარტების ერთობლიობა, რომელიც შესაძლებელს ხდის სხვადასხვა სისტემაში მომუშავე კომპიუტერებს შორის კავშირსა და მონაცემთა გაცვლას. გლობალურ ქსელში მოქმედებს დიდი რაოდენობა სხვადასხვა ტიპის პროტოკოლებისა, რომლებიც არეგულირებენ კავშირის ყველა ასპექტებს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

მეხსიერება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მეხსიერება – 1. (ფსიქოლოგია)წარსული გამოცდილების ორგანიზაციისა და შენახვის პროცესები, რომელიც შესაძლებელს ხდის მის განმეორებით გამოყენებას საქმიანობაში, ან აბრუნებს ცნობიერების სფეროში. მეხსიერება აკავშირებს სუბიექტის წარსულს მის აწყმოსთან და მომავალთან და წარმოადგენს მნიშვნელოვან შემეცნებით ფუნქციას, რომელიც საფუძვლად უდევს განვითარებასა და სწავლებას. 2. (ინტ.)memory – ზოგადად: ობიექტის უნარი, შეინახოს ინფორმაცია;

Read More