Tag Archives: შესქელება

წვივის ვარიკოზული წყლული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი წვივის ვარიკოზული წყლული – ვითარდება წვივისა და ბარძაყის ვარიკოზულად გაგანიერებულ ვენებში სისხლის მიმოქცევის დარღვევის შედეგად. სიმპტომები, მიმდინარეობა. თავდაპირველად ხდება წვივის ქვედა მესამედის წინა შიგნითა ზედაპირის კანის განლევა, ეს უკანასკნელი მშრალია, დაჭიმული და მბზინვარე. მასზე ჩნდება დამახასიათებელი პიგმენტური ლაქები, შემდგომ ვითარდება მცირე ზომის წყლული, რომელიც თანდათანობით იზრდება. ხდება

Read More

ქრონიკული სურდო

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქრონიკული სურდო – (ყელ – ყურ – ცხვ. დაავ.) გვხვდება მარტივი, ჰიპერტროფიული და ატროფიული სახით. ვითარდება ხშირი მწვავე გაცივებების, ინფექციური დაავადებების, ადენოიდების, ქრონიკული სინუსიტების, პროფესიული მავნებლობების ნიადაგზე. სიმპტომები. მარტივი ქრონიკული სურდოს დროს აღინიშნება ცხვირის ნიჟარების უმნიშვნელო ჰიპერემია და შეშუპება. სიმპტომები ანალოგიურია, რაც მწვავე სურდოს დროს, თუმცა ნაკლებად

Read More

პერიოსტიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პერიოსტიტი – (ქირურგ.) ძვლისსაზრდელას ანთება, რომელიც ვითარდება ტრამვების, მიმდებარე ანთებითი კერიდან ინფექციის გადაცემის ან ჰემატოგენური გზით შორეული ანთებითი კერებიდან მისი (ინფექციის) გადატანის შედეგად. სიმპტომები, მიმდინარეობა. ტკივილები დაზიანებული ძვლის მიდამოში, რომლებიც ძლიერდება ამ უბანზე ზეწოლის შედეგად. გასინჯვით აღინიშნება შეშუპება, პალპაციით – ძვლის ზედაპირის ხორკლიანობა და მტკივნეულობა. რენტგენოგრამაზე მოჩანს

Read More

დაკოჟრება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დაკოჟრება – (კანისა და ვენ. დაავ.) კანის რქოვანა გარსის შემოსაზღვრული შეძენილი შესქელება (ჰიპერკერატოზი). უხშირესად დაკოჟვრა ვითარდება იმ ადგილებში, რომლებიც განიცდიან ხანგრძლივ ზეწოლას; არც თუ იშვიათად ისინი ატარებენ პროფესიულ ხასიათს. დაკოჟვრის ლოკალიზაციის მიხედვით შეიძლება განისაზღვროს პროფესიის ხასიათი, ასე მაგალითად: უროსმცემლებში, მჭედლებში – ხელისგულები, მევიოლინეებს, გიტარისტებს – ხელის თითების

Read More

ბალთა ათეროსკლეროზული

ბალთა ათეროსკლეროზული – (plax atherosclerotica) არტერიის შიგნითა კედლის კეროვანი შესქელება, რომელიც წარმოიქმნება შემაერთებელი ქსოვილის ჩაზრდის შედეგად ლიპიდების ჩალაგების ზონაში; წარმოადგენს ათეროსკლეროზის ძირითად მორფოლოგიურ ელემენტს. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი