Tag Archives: შვილეული

ციტოპლაზმოტომია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ციტოპლაზმოტომია – (cytoplasmotomia იხ. ციტოპლაზმა და ბერძნ. tome – გაკვეთა, გაყოფა) – დედისეული უჯრედის ციტოპლაზმის გაყოფა ორი შვილეული უჯრედის წარმოქმნით, რაც აღინიშნება მიტოზის ტელოფაზაში . სინ.ციტოკინეზი, ციტოტომია, პლაზმოტომია. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა

Read More

ციტოკინეზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ციტოკინეზი – (cytokinesis ბერძნ.cytos – უჯრედი და kinesis – მოძრაობა) დედისეული უჯრედის სხეულის გაყოფისა და ორი შვილეული უჯრედის წარმოქმნის პროცესი მიტოზის ტელოფაზაში . ცხოველურ უჯრედებში ციტოკინეზი მიმდინარეობს ცირკულაციური გადაზონრვის ჩაღრმავების გზით. მცენარეული უჯრედების გაყოფა ხორციელდება ტიხრის – ფრაგმოპლასტის მეშვეობით. ტერმინ „ციტოკინეზის“ ნაცვლად ხშირად ხმარობენ სინონიმებს „ციტოტომია“, „პლაზმოტომია“,

Read More

ცირკულური ღარი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცირკულური ღარი – (ლათ.circulare – წრის შემოვლება) წრიული ღარი, ანუ გადაზონრვა, რომლის საშუალებითაც მიტოზის ტელოფაზაში გაყოფადი უჯრედის ციტოპლაზმა იყოფა და ორი შვილეული უჯრედი წარმოიქმნება. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ცენტრომერა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცენტრომერა – (centrum – ცენტრი და ბერძნ. meros – ნაწილი) – ჩვეულებრივად ქრომოსომის პირველადი (ანუ ცენტრული) გადაზონრვის ადგილას მკვრივი სფერული სხეულაკი, რომელიც მართავს მის გადაადგილებას მიტოზის დროს. ცენტრომერების საშუალებით ქრომოსომები მაგრდება აქრომატული თითისტარას ძაფებზე. ცენტრომერები ქრომოსომებთან, აქრომატულ ძაფებთან და ცენტრიოლებთან ერთად შეადგენს მიტოზურ (ანუ გამყოფ) აპარატს. ცენტრომერების

Read More

ქრომატიდები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქრომატიდები – (chromatidae ბერძნ.chroma  –  ფერი და eidos  –  მსგავსი)   ქრომოსომების სიგრძივი ნახევრები, რომლებიც თავის მხრივ შედგებიან ქრომონემებისაგან . ამ უკანასკნელებში არჩევენ ქრომოფიბრილებს , რომლებიც დნმ – ს შეიცავენ. ქრომატიდები ქრომოსომების შემადგენელი ნაწილებია მიტოზის პროფაზისა და მეტაფაზას პერიოდში. მოგვიანებით ანაფაზის დროს ქრომოსომების ქრომატიდებად გახლეჩის შემდეგ თითოეული ქრომატიდა

Read More