Tag Archives: შთანთქმის

ციტოსპექტროფოტომეტრია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ციტოსპექტროფოტომეტრია – (cytospectrophotometria ბერძნ. cytos – უჯრედი, ლათ. spectro – დანახვა, ხილვა, ბერძნ.phos, photos – სინათლე და metron – ზომა) –  უჯრედების ქიმიური შემადგენლობის შესწავლის მეთოდი, რომელიც დამყარებულია ამა თუ იმ ნივთიერების სიგრძის ტალღის სხივების არჩევის შთანთქმაზე. მაგ., ნუკლეინის მჟავები შერჩევით შთანთქავს 260 მმ სიგრძის ტალღის ულტრაიისფერ

Read More

ულტრაიისფერი მიკროსკოპია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ულტრაიისფერი მიკროსკოპია – უჯრედების გამოკვლევის მეთოდი, რომელშიც ობიექტს აშუქებენ 210 – 275 mm სიგრძის ტალღის ულტრაიისფერი სხივებით. ულტრაიისფერ მიკროსკოპს მეტი ხედვითი უნარი აქვს (0,1 მკ – მდე), ვიდრე ჩვეულებრივ სინათლის მიკროსკოპს. ის შესაძლებელს ხდის უჯრედების ქიმიური შედგენილობის შესწავლას, ზოგიერთი ნივთიერების, კერძოდ კი, ნუკლეინის მჟავების მიერ ულტრაიისფერი სხივების

Read More

როფეოციტოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი როფეოციტოზი – (ropheocytosis ბერძნ.ropheo  –  ვსრუტავ და cytos  –  უჯრედი) უჯრედის მიერ გარემოდან სუბმიკროსკოპული ნაწილაკებისა და მაკრომოლეკულების შთანთქმის პროცესი. ეს მიმდინარეობს ციტოლემაზე მიკრული ნაწილაკების ჩართვის ნაკეცების სიღრმეში, რაც დაკავშირებულია მემბრანის გადიდების მოვლენასთან. პლაზმოლემის ნაკეცების ძირზე ნაწილაკების მოხვედრის შემდეგ ხდება ნაკეცის ბოლო უბნის გამოყოფა (გადაზონრვა) შთანთქმულ ნაწილაკებთან ერთად,

Read More

რეტიკულურ-ენდოთელური სისტემა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რეტიკულურ-ენდოთელური სისტემა – რეს, მაკროფაგული სისტემა, მაკროფაგების, ე. ი. ისეთი უჯრედების ერთობლიობა, რომელთაც აქვთ ორგანიზმში მოხვედრილი მიკროორგანიზმების, უცხო ნაწილაკებისა და თვით დაშლილი უჯრედების შეტაცების, შთანთქმის, დაგროვებისა და მონელების, ე. ი. ფაგოციტოზის უნარი (შდრ. მიკროფაგები). რეს – ს შეადგენენ რეტიკულური ქსოვილის, ფაშარი შემაერთებელი ქსოვილისა და სისხლის უჯრედების ნაწილი

Read More

მტვრის უჯრედები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მტვრის უჯრედები – (cellulae pulvereae)  მაკროფაგები ფილტვის ალვეოლურ ღრუებში (phagocyti alveolares). ამ უჯრედებს მტვრის ნაწილაკების შთანთქმის უნარი აქვს. ისინი წარმოიქმნება სისხლის მონოციტებისა და ლიმფოციტებისგან, აგრეთვე ფილტვების შემაერთებელქსოვილოვანი ჰისტიოციტებისაგან. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა

Read More